in

Opera-ს AI ასისტენტი კონტენტის შეჯამებას გთავაზობთ

Briano.ai
Briano.ai

ამბავი ასეთია — Opera-ში არსებულ AI პროდუქტ Aria-ს ანდროიდზე ტექსტზე დაფუძნებული ვებგვერდების შეჯამება შეეძლება. მოკლედ გეტყვით, იგი სწრაფად შემოგთავაზებთ ახალი ამბების, ბლოგებისა თუ კვლევების შეჯამებას, რომელსაც ეკრანის ერთ გვერდზეც თავისუფლად მოათავსებს. შესაბამისად, ასე Opera მომხმარებლებს დაეხმარება, კონკრეტულ თემებზე სწრაფადვე მიიღონ ინფორმაციები და მნიშვნელოვან დეტალებსაც გაეცნონ.

ფუნქციაზე წვდომისთვის Opera Android-ის უახლესი ვერსია დაგჭირდებათ. ამასთან, Opera-ს ანგარიშში შესვლა ან დარეგისტრირება. ხოლო ფუნქციის გამოსაყენებლად ნებისმიერ ტექსტზე დაფუძნებულ ვებგვერდს შეგიძლიათ, ესტუმროთ, შემდგომ Opera Android ბრაუზერზე მარჯვენა ზედა კუთხეში სამ წერტილს დააკლიკოთ და Aria-ს ნიშნის გვერდით არსებულ Summarize-ზე გადახვიდეთ. ამ ნაბიჯების გავლის შემდგომ, თქვენს ეკრანზე Aria-ს ჩატი გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ Aria გასულ წელს ჩაეშვა. მას ჩეტბოტის მსგავსი ინტერფეისი აქვს, რომელიც კითხვებს პასუხობს და ინტერნეტში პასუხების ძიების ალტერნატივად გვთავაზობს. თანაც Opera გამუდმებით მუშაობდა ამ ფუნქციის გაუმჯობესებაზე. AI Feature Drops Program-ის ნაწილადაც აქცია, რომლითაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ, დამატებით AI ფუნქციებზე მიიღონ წვდომა. სულ ახლახან Opera-მ Aria-ს სურათების გენერირების უნარიც მისცა, რა პროცესშიც Imagen 2-ს იყენებს… მას თქვენთვის, შეჯამების გარდა, ტექსტური პასუხების წაკითხვაც შეუძლია, ამიტომ ცდად ნამდვილად ღირს. 

ქართველი სტარტაპერები: „არა რუსულ კანონს!”

კრედო ბანკმა და Mastercard-მა, აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ ფორუმზე, მიკროფინანსების მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას უმასპინძლეს