in

Opera გეიმინგისთვის განკუთვნილ პირველ ბრაუზერს ქმნის

კომპანიამ YoYo Games $10 მილიონად შეიძინა

veon
veon

იშვიათად ხდება, რომ ბრაუზერების კომპანია თამაშის განვითარების პლატფორმას იძენდეს. ახლა კი Opera-მ სწორედ ეს გააკეთა – შეიძინა YoYo Games, რომელიც GameMaker Studio 2-ის სახელითაა ცნობილი და საკმაოდ პოპულარული პლატფორმაა დამწყები თამაშის შემქმნელებისთვის.

Opera GX. გეიმერებზე ორიენტირებული ბრაუზერი ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში შეიქმნა. მისი საშუალებით შეგიძლიათ, შეზღუდოთ ბრაუზერის გამტარობა და ნახოთ, რომელი ჩანართები ითხოვს CPU და RAM რესურსების დიდ ნაწილს.

ახლა კი, Opera GX და GameMaker გუნდების შერწყმით, იქმნება ახალი განყოფილება, სახელწოდებით Opera Gaming.

“ჩვენ ველოდებით Opera GX-ისა და GameMaker-ის კიდევ უფრო დიდ ზრდას, რათა მომხმარებლებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს და იქცეს მსოფლიოს წამყვან 2D სათამაშო ძრავად, რომელსაც კომერციული სტუდიები აქტიურად გამოიყენებენ” – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

LG სმარტფონების ხაზის გააქტიურებას გეგმავს

მძიმე მეტალით თქმული მიმოხილვა – Lenovo-ს ახალ ლეპტოპზე ბენდი, Iron Savages გვიმღერის