in

Opera-მ “კრიპტო ბრაუზერი” შექმნა!

მიზანია, გამარტივდეს Web3 გამოყენების გამოცდილება…

veon
veon

Opera-მ თავისი Web3 “კრიპტო ბრაუზერის” ბეტა ვერსია გამოუშვა. იგი აღჭურვილია ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა ჩაშენებული კრიპტო საფულე, მარტივი წვდომა კრიპტოვალუტის/NFT ბირჟებზე, დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps) მხარდაჭერა და სხვა.

“მიზანია, გამარტივდეს Web3 გამოყენების გამოცდილება, რომელიც ხშირად დამაბნეველია რეგულარული მომხმარებლებისთვის”, — ამბობს Opera-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იორგენ არნენსენი.

როგორც ცნობილია, ინტეგრირებული საფულე თავიდანვე მხარს დაუჭერს ბლოკჩეინს — მათ შორისაა Ethereum, Bitcoin, Celo და Nervos. ამასთანავე, დაანონსებულია პარტნიორობა პოლიგონთან და სხვებთან. თავის მხრივ, ეს საგრძნობლად გაამარტივებს თითოეული მოქმედების შესრულება… შეძლებთ, კრიპტოვალუტა პირდაპირ თქვენს საფულეში გადაცვალოთ, გაგზავნოთ და მიიღოთ იგი, შეამოწმოთ ბალანსი და ა. შ. ამასთანავე, ბრაუზერი მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რათა სხვა აპლიკაციებმა ვერ მიიღოს მომხმარებლის პირადი მონაცემები.

კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელი Web3-ის მხარდაჭერაა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული ინტერნეტი. იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ისეთი ვებგვერდები, როგორიცაა GameFi… აქ ყველა სახის მეტავერსიული თამაშით, ფულის გამომუშავებაა შესაძლებელი.

ამასთან, Opera-ს კონკურენტმა, Mozilla-მ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის შემოწირულებებს მიიღებდა. თუმცა მომხმარებელთა და თანადამფუძნებლის, ჯეიმი ზავინსკის, მხრიდან ამას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მიზეზად კი ბლოკჩეინის გარემოზე ზემოქმედება დასახელდა. ალბათ, მსგავსი რეაქციის თავიდან ასაცილებლად დაიწყო Opera-მ უფრო ენერგოეფექტური Etherium Layer 2 სტანდარტის დანერგვაზე მუშაობა.

ამ ეტაპისთვის Crypto Browser ხელმისაწვდომია Android-ისთვის, Windows-ისა და Mac-ისთვის. ხოლო iOS ვერსიას უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

ინსპირაცია საქართველოდან და Senself მსოფლიო ბაზარზე

მონალიზას ნახვისას, იდაყვზე დაყრდნობა აღარ მოგიწევთ – ჯოკონდას ციფრული ინსტალაცია