27
Jun
2018

ოპპა! საქართველოს ციფრულ ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა

27 Jun 2018

ოპპა! საქართველოს ციფრულ ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა მისიით – დანერგოს ფულის ელექტრონულად მართვისა და მოწესრიგების თანამედროვე კულტურა საქართველოში და გაუადვილოს ადამიანებს ფულადი ტრანზაქციების შესრულება. ბრენდი შეიქმნა სს ოპპა-ს (ყოფილი ნოვა ტექნოლოჯი) მიერ, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ფლობს სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს PayBox-ებსა და ონლაინ გადახდების გვერდს www.paybox.geOPPA-ს – ელექტრონული საფულის შექმნის იდეა განაპირობა კომპანიის სურვილმა, მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა თანამედროვე და დაცული სივრცე არა მხოლოდ გადახდებისთვის, არამედ მათი ფულადი ნაკადების მოწესრიგებისთვის. ბრენდმა OPPA- მარტივი საკომუნიკაციო ენა შეარჩია მომხმარებელთან საურთიერთოდ, რაც კამპანიასა თუ პროდუქტის ფუნქციონალებზეც აისახა. 

 

ლევან კირვალიძე ოპპას CEO: OPPA არის უნივერსალური ელექტრონული საფულე, რომელიც 24/7-ზე ეხმარება ადამიანებს ფულადი ნაკადების მოწესრიგებაში. ნებისმიერი ფულადი ტრანზაქცია, ფულის მოძრაობა, თავისთავად, არის თავის ტკივილი, ქაოსის გამომწვევი. სწორედ ამ ქაოსს ვებრძვით ჩვენ“. 

OPPA-ს ბრენდინგზე იმუშავა სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-მა, მის კონცეფციასა და ვიზუალურ იდენტობაზე კი სააგენტოს უფროსი ბრენდ კონსულტანტი, შოთა ჩინჩალაძე გვესაუბრა:ბრენდის რაობიდან გამომდინარე, შეირჩა მისი სახელი და სტრატეგიასთან ერთად მისი ვიზუალური სტილიც: OPPA-ს ნიშანი ლაბირინთია, რომლიდანაც გაღწევის გზა ნათლად ჩანს – სწორედ ეს არის OPPA, მარტივი გამოსავალი ფულადი ტრანზაქციების ლაბირინთიდან. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს OPPA-ს ბგერითი ბრენდინგი, რომელზეც ჩვენმა მეგობარმა POST RED AUDIO-მ იმუშავა და რომელიც ზედმიწევნით სწორად გამოხატავს ბრენდის ტონსა და ხასიათს. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა სს ნოვა ტექნოლოჯის კორპორატიული ბრენდისა და მისი არქიტექტურის დახვეწის აუცილებლობაც, რასაც ასევე, წარმატებით შევეჭიდეთ და საბოლოო ჯამში, მივიღეთ თანამედროვე დედა ბრენდი და ქვებრენდი, რომელიც მზადაა, ფულთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებთან საბრძოლველად.

 M: რა არის ბრენდის ძირითადი ფასეულობები, რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა OPPA?
ლევან კირვალიძე: ჩვენი ელექტრონული საფულის ძირითადი ფასეულობა სიმარტივეა. ჩვენ არ ვაბნევთ მომხმარებლებს და არ ვურთულებთ ცხოვრებას. ამ ყველაფერს კი დაცულ და უსაფრთხო სივრცეში ვუყრით თავს. გარდა ამისა, არ ვართ ბანკი, ჩვენთან არსებული ინფორმაცია კი კონფიდენციალურია. ჩვენი მომხმარებლები, პარტნიორები, თანამშრომლები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ისევე, როგორც მათი სურვილები და საჭიროებები, შესაბამისად, მაქსიმალურად მოქნილები ვართ.

M: კონკრეტულად, რა ფუნქციებს ითავსებს ოპპა?
ლევან კირვალიძე
 OPPA საშუალებას გაძლევს:

  • ისარგებლო 1000-მდე გადახდის სერვისით, როგორიცაა: მობილური ოპერატორები, ტოტალიზატორები, კომუნალურები, ფინანსური მომსახურებები და ..
  • გადარიცხო ბარათიდან ბარათზებანკში, ოპპა ან სხვა ელ. საფულეებში;
  • შექმნა სასურველი შაბლონებიფავორიტები, SMS და ავტომატური გადახდები;
  • ფავორიტი გადახდებიდან ერთიანად, მარტივად გადაიხადო ყველა ტიპის მომსახურება;
  • გადაბმული ბარათებიდან გადაიხადო მხოლოდ CVC კოდის მითითებით;
  • ნახო დეტალურად შენი გადახდების ისტორია, ხარჯები და შემოსავლები. 

M: ვინ არის გუნდი ვინც ამ პროდუქტზე მუშაობს?
ლევან კირვალიძე: OPPA-ს უკან საკმაოდ დიდი და გამოცდილი გუნდი დგას, სს ოპპა-ს 300-მდე თანამშრომელი ჰყავს. ჩვენ ტექნოლოგიების ბიზნესში ვართ და აქ წარმატების მიღწევა შეუძლებელია მუდმივად განვითარებაზე ფიქრისა და მუშაობის გარეშე, რაც პირდაპირ გუნდთან არის დაკავშირებული. ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლების განვითარებასა და ჩართულობას, რომელთაც უნდა ააყოლონ ფეხი ბაზრისა და კომპანიის განვითარებას. სწორედ ამიტომ, ახალი ბრენდისა და კომპანიის რებრენდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია პროდუქტის ბაზარზე გამოსვლამდე, პირველ რიგში, თანამშრომლებს გავაცანით. მოვისმინეთ მათი შეფასებები და ერთობლივად გავაგრძელეთ პროდუქტის დახვეწასა და სრულყოფაზე მუშაობა. 

M: რაც შეეხება ვებგვერდს ვინ იმუშავა პროდუქტის კონცეფციაზე და რომელმა კომპანიამ უზრუნველყო საიტის ტექნიკური მხარე?
ლევან კირვალიძე: საიტის მთავარი ამოცანა იყო, ყოფილიყო მარტივი, მომხმარებელზე მორგებული და კომფორტული, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა და კომპანია wandio-მ ნამდვილად შეძლეს. ბრენდის საკომუნიკაციო ენა საიტზე საკმაოდ უშუალოა და მორგებულია თანამედროვე ადამიანებზე, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია და სურთ, მარტივად მიიღონ გადაწყვეტილებები ფულის მოძრაობისას. პროდუქტის copywrite-ზე სრულად იმუშავა გიორგი ავალიანმა.

ბრენდის ბაზარზე შემოსვლის კონცეფციასა და პროდაქშენზე კრეატიულმა სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა. ამ შემთხვევაში კი, კამპანიის ამოცანაზე, სამუშაო პროცესსა და საბოლოო შედეგზე, JWT Metro-ს ექაუნთ მენეჯერ ანი გვათუას კომენტარს გთავაზობთ: ვინაიდან, ეს ბრენდის პირველი კომუნიკაციაა, მომხმარებლისთვის სწორად უნდა მიგვეწოდებინა მისი მთავარი სათქმელი. იდეა მდგომარეობს შემდეგში: ადამიანები ხშირად ყოველდღიურ ქმედებებს მოუხერხებლად და რთულად ვაკეთებთ მაშინ, როცა შეიძლება ისინი უმარტივესად მოვაგვაროთ – ისე, როგორც ამას OPPA აკეთებს. რაც შეეხება იდეის კრეატიულ გადაწყვეტას: უტრირებული ფორმით ვაჩვენეთ ეს ყველაფერი. სიმარტივეს გავყევით ვიზუალურ ნაწილშიც: მარტივი ვიზუალი, მოქმედებები და გასაგები ენით ნათქვამი მესიჯი: რატომ უნდა გაირთულო ცხოვრება, როდესაც არსებობს გაცილებით მარტივი გზა – OPPA?

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, პროდუქტის სპფეციფიკიდან გამომდინარე, კომუნიკაცია, ძირითადადდიჯითალში გაიშლება, რაზეც სარეკლამო სააგენტო Redberry მუშაობს. გადაღებული ვიდეოები ეტაპობრივად ჩაეშვება. ამის პარალელურად, მომხმარებელი პოსტებითა და მოკლე ვიდეოების სახით მიიღებს ინფორმაციას OPPA-ს ფუნქციების შესახებ.

M: რაც შეეხება კომპანიის პროდუქტის სამომავლო განვითარებასა და გეგმებს, რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებლებს უახლოეს მომავალში?
ლევან კირვალიძე: ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ახალ ინოვაციურ ფუნქციონალზე მუშაობა, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის და რომელსაც მომხმარებელს ბრენდის ბაზარზე გასვლის კამპანიის დასრულებისთანავე შევთავაზებთ. გვჯერა, რომ OPPA მომხმარებლების ყოველდღიურობის ნაწილი გახდება და შეასრულებს თავის მთავარ მისიას, დაეხმაროს ადამიანებს ფულადი ნაკადების მოწესრიგებაში.

განხილვა