ჩინუნრმა სმარტფონების მწარმოებელმა – Oppo ახალი სმარტფონის – Reno 4 Pro-ს საერთაშორისო გაყიდვების დაწყება დააანონსა. ეს არის 6.5-ინჩიანი, 90Hz 1080p AMOLED ეკრანის მქონე სმარტფონი, რომელიც Snapdragon 720G პროცესორზე მუშაობს, აქვს 8GB ოპერატიული და 128GB შიდა მეხსიერება, ასევე, 4,000mAh-იანი ელემენტი. სმარტფონის ფასი კი 470 დოლარია.
რაც შეეხება კამერებს, Reno 4 Pro-ს, მას 48 მეგაპიქსელიანი მთავარი სენსორი და 32 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა აქვს. ასევე, 8 მეგაპიქსელიანი ულტრაფართე, 2 მეგაპიქსელიანი მაკრო და ასევე, 2 მეგაპიქსელიანი მონოქრომული სენსორი. ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქცია შავ-თეთრი ვიდეოს რეჟიმია, რომელსაც ვიდეოს ფონის გაშავ-თეთრება, ხოლო ვიდეოს ფოკუსში მყოფი ადამიანების/ობიექტებისთვის ფერის შენარჩუნება შეუძლია.
Reno 4 Pro-ს ელემენტს სრულად 36 წუთში დამუხტავთ, ამისათვის მას 65W SuperVOOC 2.0 დამუხტვის სისტემა აქვს. თუმცა, სხვა მოდელებისგან განსხვავებით, მას უსადენო დამუხტვის ფუნქცია არ აქვს. აგვისტოდან, Reno 4 Pro სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე გამოჩნდება.