in ,

სმარტფონი Oppo, მსოფლიოში პირველი სელფის უხილავი კამერით

სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიამ Oppo, Twitter-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია სმარტფონი უხილავი, ეკრანში ჩაშენებული სელფის კამერით. ტექნიკურად, კამერის ეკრანში ინტეგრირება მისი მუშაობის ხარისხზე ზეგავლენის გარეშე, რთულია და ეს მსოფლიოში პირველი ტელეფონია, რომელსაც უხილავი სელფის კამერა აქვს. როგორი იქნება მისით გადაღებული სელფის ხარისხი, უცნობია. ასევე, უცნობია სმარტფონთან დაკავშირებული სხვა დეტალებიც. ინფორმაცია მსგავსი კამერის მქონე სმარტფონის გამოსვლის შესახებ გასულ თვეს იყო განხილვის საგანი, თუმცა, ეს აქამდე ოფიციალურად დადასტურებული არ იყო.

100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამა სტარტაპერებისთვის

Xiaomi-ს პასუხი Oppo-ს – სელფის უხილავი კამერა ორივე სმარტფონს აქვს