რატომ არ აკეთებენ ადამიანები მათთვის ცალსახად კარგ საქმეს? არ იღებენ შესაძლებლობას, არ იყენებენ შანსებს, რასაც კომპანიები მათთვის ქმნიან? როგორ შეუძლიათ ლიდერებსა და გადაწყვეტილების მიმღებე პირებს დაეხმარონ გუნდის წევრებს შესაძლებლობების გამოყენების ხილული და უხილავი ბარიერების გადალახვაში? ამჯერად, სწორედ ამაზე გესაუბრებით.
რა ძალა აქვს ბარიერებსა და მიკერძოებას
ერთ-ერთი ავტორის (Cass R. Sunstein) მიერ დაფნა ბეარსონთან ერთად 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევა გთავაზობთ დასკვნებს ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. მათი კვლევა ფოკუსირებული იყო ადამიანების გადაწყვეტილებაზე მიიღონ ისეთი სარგებელი, რომლის უფლებაც აქვთ, ან გამოიყენონ ის, რაც მათ შესთავაზეს. მათ გამოავლინეს სამი ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომელიც უნდა გადაიჭრას:
* სწავლის ხარჯები: დრო და ძალისხმევა, რომელიც საჭიროა ინფორმაციის შესაგროვებლად შესაძლებლობის, დასაშვებობის მოთხოვნების, შესაბამისი პროცესების და ა.შ., რომელიც მოიცავს „დროის გადასახადებს“.
* შესაბამისობის ხარჯები: ადმინისტრაციული და პროცედურული დაბრკოლებები.
* ფსიქოლოგიური ხარჯები: სოციალური სტიგმა, ავტონომიის დაკარგვა, იმედგაცრუება და გაურკვევლობა.
ლიდერების ზოგადი მიზანი უნდა იყოს „ნავიგაციის“ ზრდა. ადამიანებისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს ვარიანტების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ სწორი ინტერვენცია დიდად არის დამოკიდებული კონტექსტზე, ქცევითი მეცნიერებები უზრუნველყოფს მძლავრი და კარგად გამოკვლეული მიდგომების ფართო სპექტრს, რომელიც „არჩევანის არქიტექტურის“ შეცვლაზეა ორიენტირებული. შესაბამისი ქცევითი მოდელის დანერგვით, ლიდერებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ თანამშრომელთა განვითარება, თავად შესაძლებლობის შეცვლის გარეშე. ამისათვის ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანები ყოველთვის არ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ საუკეთესო (გრძელვადიან) ინტერესებშია. ზოგჯერ, ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ კარგ შანსებს, თუმცა ისინი ვერ რისკავენ მათ გამოყენებას.
გადახედეთ შეთავაზებული შესაძლებლობების ამჟამინდელ მოცემულობას
ჩაატარეთ „აუდიტი“. შეაფასეთ ამჟამად შეთავაზებული ყველა შესაძლებლობის გამოყენების სიხშირე და შემდეგ შეადარეთ შეთავაზებების მაღალი და დაბალი გამოყენების სიხშირეები, რათა დაადგინოთ, სად არის მეტი ყურადღება საჭირო. ეს შეიძლება იყოს: მათი წარმოდგენის გზა, შესაბამისი ჩარჩო, მიღების სიმარტივე ან სირთულე. დაფიქრდით, რომელი პროცესები მუშაობს უკეთესად (და რატომ) და რა ქცევა არის ყველაზე გავრცელებული თქვენს სამიზნე ჯგუფში?
გაეცანით თქვენი სამიზნე ბენეფიციარების ქცევებსა და პრეფერენციებს
ნუ აღიქვამთ ადამიანებს, როგორც „თანამშრომლებს“ ან „გადასახადის გადამხდელებს“, არამედ დაინახეთ ისინი, როგორც თქვენი კლიენტები; ჩადეთ იგივე ძალისხმევა მათი ქცევის შესასწავლად, როგორც ამას გააკეთებდით ადამიანებისთვის, რომლებიც ყიდულობენ თქვენს პროდუქტებს. ადამიანების რისკის დამოკიდებულების, სოციალური პრეფერენციების, დროის ღირებულების, თავდაჯერებულობისა და სხვა ატრიბუტების დაკვირვებით, შეგიძლიათ შექმნათ შესაძლებლობები, რომლებიც მარტივი და მიმზიდველია გამოსაყენებლად.
გაიაზრეთ მათი ინდივიდუალური კოგნიტური მიკერძოება
თქვენს თანამშრომლებთან საუბრისას შეგიძლიათ დაადგინოთ საერთო მიკერძოება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს შესაძლებლობის კონკრეტულ კონტექსტში გამოყენებას. ზედმეტი თავდაჯერებულობა შესაძლოა თავისებურ როლს თამაშობდეს და პროცესი გაჭიანურდეს. გაიგეთ, ამ მომენტში რა უშლით ხელს და რა დაეხმარებოდათ. შემდეგ კი, ამ ხელისშემშლელი ბარიერების მოხსნის პარალელურად, ეცადეთ პერიოდულად შეახსენოთ ხოლმე შეთავაზებაზე.
მინიმუმამდე შეამცირეთ ნაბიჯის გადადგმის სირთულე
ისაუბრეთ ნათლად და მარტივად. ხაზი გაუსვით კონკრეტულ სარგებელს, რომლის მიღებაც შეუძლიათ ადამიანებს. შესაძლებლობის გამოყენების პროცესი მაქსიმალურად გაამარტივეთ, რომ ზედმეტი დაბრკოლების განცდა არ დარჩეს ვინმეს.
თვალი ადევნეთ პროცესს და ეცადეთ მოაგროვოთ უკუკავშირი
განსაზღვრეთ სამიზნე, მეტრიკა და მონაცემთა წყაროები, რათა თვალყური ადევნოთ მიღების სიჩქარეს. ასევე უნდა შეაგროვოთ ხარისხობრივი უკუკავშირი, რათა გაიგოთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების გარემოებები. ასევე, მუდმივად გააუმჯობესოთ მიღების სტრატეგია.
წყარო: HBR