in

პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გადაცემას წაიყვანენ

სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი და ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი სატელევიზიო შოუს წაიყვანს. ეს იქნება დოკუმენტური გადაცემების ციკლი, დოკუმენტური სერიალი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ახალ მაუწყებელზე, Apple TV+ გავა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უკვე გავრცელდა.

პროექტზე მუშაობა 2020 წელს დაიწყება და უცხოური მედიის ცნობით, გადაცემის ნაწილი ჰარის პირად გამოცდილებაზე იქნება აგებული – მას, არაერთხელ უსაუბრია, რომ პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, დოკუმენტური სერიები რამდენიმე ნაწილად იქნება დაყოფილი და შეეხება როგორც ფსიქიკურ აშლილობას, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

„გადაცემის [დოკუმენტური ფილმების სერიების] მიზანია, მაყურებლისთვის გახდეს შთაგონების წყარო და თითოეულ მათგანს დაეხმაროს, გულახდილად ისაუბროს საკუთარ პრობლემებზე, ამ მიმართულებით. გარდა ამისა, აჩვენოს, როგორ დააღწიონ თავი ამ პრობლემას და არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ პიროვნულადაც განვითარდნენ“.

„მჯერა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა მიზანდასახულობის, ძლიერი მმართველობისა და პროდუქტიული საზოგადოების საწინდარია“, – აღნიშნა პრინცმა ჰარიმ.

„იმედი გვაქვს, გადაცემათა ციკლი იქნება პოზიტიური, შემეცნებითი და ინკლუზიური“

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ამ თემაზე ინფორმაციის, ფაქტების და მეცნიერების დონეზე საკითხის ისე მიწოდება, რომ საზოგადოებამაც ზუსტად და სწორად აღიქვას ყველა დეტალი.

„იმედი გვაქვს, გადაცემათა ციკლი იქნება პოზიტიური, შემეცნებითი და ინკლუზიური – შევძლებთ, მაყურებელს ვუამბოთ ადამიანის სულზე, ფსიქიკაზე, იმაზე, თუ როგორ გვესმოდეს უკეთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების“.

მედიის ინფორმაციით, ოპრა უინფრი Apple-ის მაუწყებელთან თანამშრომლობას 2018 წელს დასთანხმდა, მაშინ, როდესაც პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში იყო.  „ეფლმა“, მომხმარებელს, ახალი სტრიმინგ მომსახურება Apple TV+ 2019 წლის მარტში წარუდგინა.

ოპრა უინფრიმ ფსიქიკური ჯანმრთელობაზე, ახალ ტელე – შოუსა და პრინც ჰარისთან თანამშრომლობაზე ისაუბრა

მან, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხზე, ახალ ტელე – შოუსა და პრინც ჰარისთან თანამშრომლობაზე ტელეკომპანია CBS-ის ეთერში ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ახალი გადაცემა მისთვის დიდი გამოწვევა, დოკუმენტური სერიების თემა კი ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია.

ჯერჯერობით, უცნობია, რა ერქმევა სატელევიზიო გადაცემათა ციკლს, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, თითო ეპიზოდის ქრონომეტრაჟი, დაახლოებით, 45 წუთი იქნება, ოპრა უინფრი და პრინცი ჰარი კი, წამყვანების გარდა, პროდიუსერების როლსაც შეითავსებენ.


29 წლის ქალი, რომლის დამსახურებითაც კაცობრიობას შავი ხვრელის ფოტო აქვს

ვინ არის Leavingstone-ის ახალი დირექტორი?