19
Feb
2019

25 სამოტივაციო გამონათქვამი ოპრა უინფრისგან

19 Feb 2019

გსმენიათ ოპრა უინფრიზე? პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მილიარდერი. იცით, რომ ის პირველი სამსახურიდან გამოუშვეს? ოპრა რეპორტიორად მუშაობდა, თუმცა, ის არასაკმარისად ეფექტურად მიიჩნიეს მაყურებელთან კომუნიკაციისთვის.

statiebi-bog
statiebi-bog

 

ცოტა რამ, რაც სავარაუდოდ, ოპრა უინფრიზე არ იცოდით:

დედამისმა ოპრა თინეიჯერ ასაკში გააჩინა. ის ქორწინებაში არ იმყოფებოდა.
მისი ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ სკოლაში ოპრას კარტოფილის ტომრისგან შეკერილი კაბა ეცვა, რის გამოც ბულინგის მსხვერპლი ხდებოდა ხოლმე.
1986 წელს, ოპრამ საკუთარ სატელევიზიო შოუში ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა.
ოპრა განსაკუთრებულად წარმატებული ქალია, რთული წარსულით. სწორედ ეს გამოარჩევს მის ცხოვრებისეულ შეხედულებებს, ბიზნესსა და სწრაფვას ბედნიერებისკენ.

გთავაზობთ ოცდახუთ დასამახსოვრებელ ფრაზას ოპრა უინფრისგან

“შესაძლებელია, რომ მიიღო ყველაფერი, რაც გინდა, უბრალოდ, არა ერთბაშად.”

“მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, ვინც ტკივილი მომაყენა და დიდი ჭრილობები მარგუნა. ისინი ჩემი დიდი მასწავლებლები არიან.”

“ამბობენ, წონაში დაკლება საუკეთესო რევანშიაო. წარმატება კიდევ უკეთესია.”

“მივედი დასკვნამდე, რომ ყოველ ჩვენგანს გვაქვს საკუთარი მოწოდება, რომელიც თითის ანაბეჭდივით უნიკალურია, ხოლო საუკეთესო გზა წარმატებისთვის, არის, გამოიკვლიო, რა გიყვარს და შემდეგ, მოძებნო გზა ამის სხვებისთვის გასაზიარებლად. ასევე, მთავარია, მისცე სამყაროს საშუალება, გაგიძღვეს წინ.”

“ცხოვრებაში ძალიან რტულია გაიგო, რომელი ხიდები დაწვა და რომელზე გაიარო.”

“ჩემთვის გაცილებით მარტივია რთული, მილიონდოლარიანი გადაწყვეტილებების მიღება, ვიდრე წინკარისთვის ნოხის არჩევა.”

“ნამდვილი გულწრფელობაა, აკეთო სწორი საქმე და იცოდე, რომ ვერავინ გაიგებს, როგორ მოიქეცი.”

“რაც მეტად აფასებთ და ხარობთ ცხოვრებით, მით მეტ სასიხარულოს იღებთ მისგან”

“თუკი მამაკაცს უნდიხარ, ვერაფერი შეაჩერებს, თუ არა – ვერაფერი დააკავებს შენთან.”

“შენ ვერ გახდები ის, ვინც გინდა, რომ იყო. შენ იქნები ის, როგორიც გჯერა, რომ იქნები.”

“რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი მწვერვალი დალაშქრე, თუკი ვერცერთხელ ისიამოვნე მიღწეულით?”

“პატიება გვაძლევს იმედს, რომ წარსული შესაძლოა სხვანაირი ყოფილიყო.”

“იარე წინ. დაეცი. სამყარო მიწის ზედაპირიდან სხვანაირად ჩანს.”

“როდესაც ადამიანები გაჩვენებენ, როგორები არიან, დაუჯერე მათ!”

“ძაღლები ჩემთვის საყვარელი როლური მოდელები არიან… მინდა მიყვარდეს ისე, როგორც უყვარს ძაღლს, წარმოუდგენელი ერთგულებითა და სრული უდარდელობით იმაზე, თუ რამდენს შოულობენ ადამიანები ან რამდენს იწონიან.”

“შენს მოწოდებას ვერავინ გეტყვის. ეს შენ უნდა იგრძნო. ეს მოგცემს ძალას.”

“ადრე მეშინოდა, რომ ჩემზე იტყოდნენ “თავი ვინ ჰგონია?” ახლა კი მაქვს გამბედაობა, ვთქვა, რომ “აი, ეს ვარ.”

“სკეპტიკოსები არასოდეს არიან კმაყოფილები. მიუხედავად იმისა, იმალებით თუ ბრწყინავთ, მათ ყოველთვის ექნებათ საფრთხის განცდა, რადგან არ სჯერათ თვითკმარობის.”

“სადაც არ უნდა იყოთ, თქვენს თავგადასავალში, ვიმედოვნებ, დაბრკოლებებს გადალახავთ. დიდი საჩუქარია, შეგეძლოს მათი გადალახვა, იცოდე, რომ წინ დაბრკოლებები გელის და თან გქონდეს განწყობა, რომ მაინც ახვალ ცხოვრების მთაზე.”

“არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ ან საიდან ხარ წარმოშობით. გამარჯვება ყოველთვის შენით იწყება.”

“მე ისევ მიწაზე ვდგავარ, უბრალოდ, უკეთესი ფეხსაცმელი მაცვია.”

“მათაც კი, ვისაც ყველაფერი აქვს, პერიოდულად ტანჯავთ განცდა, რომ არ იმსახურებენ ამას.”

“არავინ მინდა, ვისაც არ ვუნდივარ.”

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ცხოვრების საბოლოო ანალიზისას, როდესაც გასაკეთებელი საქმეების სია ცარიალია, როდესაც ყველა სიგიჟემ გადაიარა, როდესაც ყველა საფოსტო ყუთი ცარიელია, ერთადერთი უმნიშვნელოვანესი იქნებიან ისინი, ვინც გიყვარდათ და ვისაც უყვარდით.”

“როგორ წარმომიდგენია სამოთხე? ჩემი აზრით, ესაა უზარმაზარი გამომცხვარი კარტოფილი და ის, ვისთანაც მისი გაზიარება შეიძლება.”

წყარო: inc



განხილვა