in

Procter & Gamble-მა მაკიაჟის პრინტერი გამოუშვა

სტარტაპ სტუდიამ P&G Ventures ტექნიკისა და ინოვაციების საერთაშორისო გამოფენაზე, Opté წარადგინა. ეს არის მოწყობილობა, რომელიც კანზე პიგმენტურ ლაქებს ფარავს. გაჯეტში ჩამონტაჟებული კამერა წამში 200 ფოტოს იღებს და კანის პიგმენტური ლაქების დიფერენციაციას ახდენს. შემდეგ კი მათ ტონალური საცხის თხელი ფენით ფარავს. აღსანიშნავია, რომ ეს სტარტაპი კომპანია Procter & Gamble-ის შემადგენლობაში შედის.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=B7qzb8ptH3U

 

ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად როდის გამოვა და რა ეღირება Opté. როგორც მწარმოებლები ამბობენ, მისი საშუალებით, კანზე კოსმეტიკური საცხის ფენა 99%-ითაა შემცირებული და შესაბამისად, შეუმჩნეველია.

აკეთე ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინია!

1400 ძაღლი “სამოთხიდან”…