7
Nov
2019

OPTIMO – ახალი პროგრამა ბიზნესის ოპტიმიზაციისთვის

7 Nov 2019

ციფრული ხელსაწყო Optimo მცირე და საშუალო ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის გასამარტივებლად შეიქმნა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროგრამა ზუსტად ერგება ბაზარზე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს. ​მათი თქმით, OPTIMO-ს ფუნქციონალი წინასწარ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიქმნა, რაც მის სიმარტივესა და რელევანტურობას განაპირობებს. 

 

 

ნიკოლოზ ფოფხაძე (პროდუქტის განვითარების მენეჯერი): გვინდოდა, შეგვექმნა პროდუქტი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელიც მაქსიმალურად გაუმარტივებდა მათ საქმიანობას. ჩავატარეთ სიღრმისეული კვლევა და დეტალურად გავეცანით ბაზარზე არსებულ პრობლემებს. გამოვყავით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და სწორედ მათი ოპტიმიზაციისთვის შევქმენით თანამედროვე ციფრული ხელსაწყო – OPTIMO.

უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, ვისთვის არის  Optimo და როგორია მისი
ფუნქციონალი?

ნ.ფ.: OPTIMO განკუთვნილია მათთვის, ვინც დაკავებულია საცალო ვაჭრობით, აქვს მარაგები და ახდენს პროდუქტის რეალიზაციას. Optimo არის ციფრული ხელსაწყო, რომელიც ეხმარება ბიზნესის მფლობელს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მართოს მარაგები, აღრიცხოს გაყიდვები, აკონტროლოს ზოგადი და ყოველდღიური სტატისტიკა და მუდმივად ადევნოს თვალი საკუთარ ბიზნესში არსებულ მდგომარეობას. მეტი მოქნილობისთვის, მათ ვისაც არ აქვთ სალაროს ტექნიკა (გაყიდვების საწარმოებლად), ვთავაზობთ OPTIMO-ს მოწყობილობას, საკმაოდ მარტივი ინტერფეისით, რაც სალაროსთან მომუშავე გუნდს მისი ადვილად მართვის შესაძლებლობას სთავაზობს. მარტივია ანგარიშსწორების პროცესიც. მოლარეს შეუძლია, მოძებნოს პროდუქტი სხვადასხვა კომპონენტით (ფოტო, შტრიხკოდი, დასახელება, კატეგორია), ასევე დაადასტუროს ან მიიღოს წინასწარ დარეგისტრირებული შეკვეთები.

რატომ შეიქმნა Optimo, რა არის მთავარი მიზანი? 

ნ.ფ.: ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის უმეტესობა მარაგებისა და მისი აღრიცხვის პრობლემას აწყდება, ვინაიდან ბაზარზე არსებული პროგრამები მათთვის ძვირი და ფუნქციურად მოუქნელია. გადავწყვიტეთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მოგვეძებნა საუკეთესო გამოსავალი და შეგვექმნა მათთვის მარტივი, მოქნილი და ხელმისაწვდომი პროგრამა.

რა უპირატესობა აქვს „ოპტიმოს“?           

ნ.ფ.: პირველი ეს არის პროგრამის სიმარტივე და ერთ სივრცეში თავმოყრილი საჭირო ინფორმაცია. შემდეგი არის ხელმისაწვდომი ფასები და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პაკეტები. გარდა ამისა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებს ვთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი  „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, დღე-ღემის ნებისმიერ დროს, ტექნიკური მხარდაჭერისთვის მზად არის.

თავად აღნიშნეთ, რომ ბაზარზე არიან სხვა მოთამაშეებიც. რატომ უნდა აირჩიონ „ოპტიმო“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა? 

ნ.ფ.: OPTIMO არის მარტივი, ხელმისაწვდომი და მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული ციფრული ხელსაწყო, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ეხმარება, უკეთ მართონ და განავითარონ თავიანთი საქმიანობა. გარდა ამისა, OPTIMO ინტეგრირებულია პოს ტერმინალებთან და ფისკალურ აპარატებთან, რასაც ხელით აკრეფისას დაშვებული შეცდომები ნულამდე დაჰყავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ციფრული ხელსაწყო ხელს უწყობს რიგების რეგულირებას და აჩქარებს გაყიდვების პროცესს. RS.ge-თან ინტეგრაცია კი, იძლევა შესაძლებლობას, მარტივად აღირიცხოს მაგარებში, ზედნადებით მოსული პროდუქცია.

[R]

განხილვა