in

„ოპტიმო” უზბეკეთის ბაზარზე შევიდა – მაღაზიების ქართული პროგრამის წარმატება

მაღაზიის გაყიდვებისა და მარაგების აღრიცხვის ქართული პროგრამა, „ოპტიმო” უზბეკეთის ბაზარზე შევიდა. ის უკვე 4 წელია საქართველოს ბაზარზე არსებობს და სწრაფი ტემპით ვითარდება. 2023 წელს კი კომპანია გასცდა ქვეყნის საზღვრებს და ოფისი უზბეკეთში გახსნა, სადაც პირველი მომხმარებლებიც ჰყავს.

უზბეკეთის ბაზარზე შესვლა პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კომპანიის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის. ოპტიმოში თავიდანვე დავისახეთ მიზნად მაღაზიის მართვის ისეთი მარტივი და თანამედროვე პროგრამის შექმნა, რომელსაც არა მხოლოდ ქართული ბაზრის საჭიროებებზე მოვარგებდით, არამედ ადაპტირებადი იქნებოდა სხვა ქვეყნებზეც. საქართველოში ოპერირების ოთხი წარმატებული წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, პირველი ექსპანსია გაგვეხორციელებინა ცენტრალური აზიის მიმართულებით და პირველ ეტაპზე, უზბეკეთი აღმოჩნდა ჩვენი პროდუქტისთვის საინტერესო ბაზარი. ეს მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო წლებში ისევ ვგეგმავთ გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით“, – ამბობს ნიკოლოზ ფოფხაძე, ოპტიმოს დირექტორი. 

ოთხი წლის განმავლობაში ოპტიმომ საქართველოს ყველა ქალაქში 3000-ამდე სავაჭრო ობიექტს გაუმარტივა გაყიდვისა და აღრიცხვის პროცესი. მაღაზიის მფლობელებისთვის უფრო კომფორტული გახადა შემოსავლისა და მარაგების კონტროლი, ასევე, ბიზნესის მართვა დისტანციურად, ნებისმიერ დროს.

კომპანია მაღაზიებს არა მხოლოდ თანამედროვე პროგრამას სთავაზობს, არამედ მუდმივ მხარდაჭერას უწევს შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისთვის.

საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას ოპტიმო ახლა უკვე უზბეკეთშიც აგრძელებს, მუდმივი განახლებებითა და დიდი გეგმებით.

[R]

პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყალი იმაზე 10-ჯერ უფრო საზიანოა, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ!

WhatsApp ახალ Sticker Maker-ის ფუნქციას ამატებს