დღეს, როდესაც მარკეტინგის მთავარი ინსტრუმენტი ციფრული არხებია, მკვეთრად იმატებს ციფრულ ხელსაწყოებზე არსებული მოთხოვნა. Statista-ს მონაცემებით, 2028 წლისთვის ციფრული მარკეტინგში განხორციელებული ხარჯების მოცულობა დაახლოებით 965 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.
გლობალური ციფრული მარკეტინგული ბაზრის ზრდასთან ერთად კი, იქმნება ახალი სტარტაპები, რომლებიც მიზნად ისახავენ, ხელი შეუწყონ კომპანიებს, რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენონ ციფრული ხელსაწყოები.
სწორედ ასეთ კომპანიებს მიეკუთვნება 500 Global in Eurasia-ს მონაწილე სტარტაპი – Optimyzee, რომელსაც ორი მიზანი აქვს – ფუნქციურად გაამარტივოს სარეკლამო ხელსაწყოები და გაზარდოს სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობა.
500 Global in Eurasia საქართველოში 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით ხორციელდება. მასში მონაწილეობა უკვე 60-ზე მეტმა ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა მიიღო. წელს კი მეექვსე ნაკადისთვის მენტორებმა ცხრა სტარტაპი შეარჩიეს. ისინი შვიდ სექტორსა და ექვს ქვეყანას წარმოადგენენ კავკასიის, ცენტრალური აზიის და ევროპის რეგიონიდან.
რატომ Optimyzee?
Optimyzee-ის თანადამფუძნებლები, დავიდ არშაკიანი და ანასტას ვართანიანი ამბობენ, რომ მათ მიერ შექმნილი პლატფორმით, მასში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა ანალიტიკური ხელსაწყოების დახმარებით, Google Search-ის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა კომპანიებს ნულიდან შეუძლიათ, რაც რეკლამის დამკვეთებს დროის და რესურსების დაზოგვასა და გაყიდვების ზრდაში ეხმარება.
კომპანიის თანადამფუძნებლების, დავიდ არშაკიანის და ანასტას ვართანიანის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა PPC-ალგორითმების ავტომატიზაციას ახდენს, რითაც ადამიანური შეცდომის ალბათობა მცირდება, ხოლო ბიუჯეტირების პროცესი მარტივდება, რაც მარკეტერებს რუტინული, ე.წ. “შავი” სამუშაოსგან ათავისუფლებს და ბრენდის განვითარების სტრატეგიაზე და მის კრეატიულ აღსრულებაზე აუღელვებლად ფიქრის საშუალებას აძლევს.
თავად პლატფორმა, რომელიც მარკეტერებს PPC-კამპანიების პროცესის აუცილებელი ნაწილის, მათ შორის საძიებო სიტყვების კვლევის, ქოფირაითინგისა და ანალიზის აღსრულებას უმარტივებს, მუდმივად სწავლობს, რისთვისაც $10 მილიონზე მეტად შეფასებული 10,000-ზე მეტი სარეკლამო კამპანიისგან შემდგარ მონაცემთა ბაზას იყენებს. ამრიგად, გამართული მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა იმ კომპანიებსაც შეუძლიათ, რომელთა ადამიანური კაპიტალი და ბიუჯეტი – ლიმიტირებულია.
Optimyzee გაძლევთ შესაძლებლობას, განსაზღვროთ ბიუჯეტი და შეარჩიოთ სამიზნე აუდიტორია
„Optimyzee, მართალია, სარეკლამო კამპანიის მენეჯმენტის ბევრი ასპექტის ავტომატიზაციას ახდენს, მაგრამ კამპანიის წარმართვის სადავეები მაინც მარკეტერებს რჩებათ. ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ, როგორც ბიუჯეტის განსაზღვრა, ასევე სამიზნე აუდიტორიის შერჩევა და სტრატეგიული საძიებო სიტყვების გამოყოფა. ჩვენი პლატფორმის ხიბლიც სწორედ ისაა, რომ მარკეტერებს სარეკლამო კამპანიის ოპტიმიზაციის საშუალებას მათი ნება-სურვილის მიხედვით აძლევს.
არ შემიძლია, ჩვენი ერთ-ერთი დამკვეთის, მცირე ზომის ამერიკული სარეკლამო სააგენტოს შემთხვევა არ გავიხსენო, რადგან მანამ, სანამ ეს კომპანია Optimyzee-ზე გადმოვიდოდა, არაეფექტიან რეკლამებში ასობით ათასი დოლარი დახარჯა, რაც ბიუჯეტის ფლანგვის გარდა, დიდ დისკომფორტსაც იწვევს. ჩვენთან ინტეგრაციის შემდეგ, CTR-ის მაჩვენებელმა 135%-ით იმატა, კონვერსიამ კი – 66%-ით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დამკვეთის ყოველთვიური დანახარჯები რამდენიმე ათასი დოლარით შევამცირეთ“, – აღნიშნავს Optimyzee-ის თანადამფუძნებელი, დავიდ არშაკიანი.
Optimyzee-ის მთავარი ღირებულება ინოვაცია, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და გამჭვირვალობაა
Optimyzee-ის თანადამფუძნებლებს შორის ციფრულ მარკეტერსა და პროგრამულ ინჟინერს ვხვდებით. როგორც ისინი ამბობენ, კომპანიის შექმნისკენ სწორედ პირადმა გამოცდილებამ უბიძგა. არაეფექტიანი PPC-კამპანიების მართვის გამოცდილებამ დავიდ არშაკიანსა და ანასტას ვართანიანს ისეთი ხელსაწყოს შექმნის იდეა გაუჩინა, რომელიც, ერთი მხრივ, თავის ტკივილს აარიდებდა, ხოლო, მეორე მხრივ, მარკეტინგული კამპანიების ჩატარებას ფუფუნების კატეგორიიდან გამოიყვანდა და ამ ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას ბევრ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს მისცემდა. Optimyzee-ის ბიზნესმოდელი გამოწერას ეფუძნება, ხოლო სტარტაპი კლიენტებს სხვადასხვა პაკეტებს სთავაზობს, რომლებიც დამკვეთის მიზნებზე არის მორგებული.
„კომპანია ორი წლის წინ დავაფუძნეთ და მას შემდეგ, რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მივაღწიეთ: სარეკლამო კამპანიების AI-ძრავა შევქმენით, რამდენიმე საინვესტიციო რაუნდი დავხურეთ და 600-ზე მეტ დამკვეთს მოვემსახურეთ. ამ გზაზე არაერთ დაბრკოლებას გადავაწყდით, როგორც უშუალოდ ალგორითმის, ასევე მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრობლემები გადავლახეთ და მივხვდით, რომ მუდმივი განვითარება – უალტერნატივოა. Optimyzee-ის მთავარ ღირებულებებად ინოვაციას, მომხმარებელზე ორიენტირებულობას და გამჭვირვალობას დავასახელებდი, რადგან ჩვენი მიზანი – PPC-ტექნოლოგიის დემოკრატიზაციაა“, – ამბობს დავიდ არშაკიანი.
Optimyzee-ის გამოცდილება 500 Global in Eurasia-ში
ამბიციურმა მიზნებმა და ამ მიზნების მისაღწევად დასახულმა მკაფიო გეგმამ Optimyzee-ის გუნდი 500 Global in Eurasia-მდე მოიყვანა. სააქსელერაციო პროგრამის გავლის შედეგად, Optimyzee-ის დამფუძნებლებს ბიზნესის მასშტაბირება სურთ, რაც AI-ალგორითმების გაუმჯობესებას, სამომხმარებლო ბაზის გაორმაგებას და ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში გაფართოებას მოიცავს. თუმცა კომპანიის ხედვა, როგორც თანადამფუძნებლები ამბობენ, გლობალურია, რადგან ციფრული მარკეტინგის სფეროში საზღვრები ფაქტობრივად არ არსებობს, ხოლო პრობლემები, რომელთაც კომპანიები აწყდებიან – უნივერსალურია.
500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის გადამზადება აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი საქართველოში ვენჩურული კომპანია 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობთ ხორციელდება. მასში მონაწილეობა უკვე 60-ზე მეტმა ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა მიიღო. წელს კი მეექვსე ნაკადისთვის მენტორებმა ცხრა სტარტაპი შეარჩიეს. ისინი შვიდ სექტორსა და ექვს ქვეყანას წარმოადგენენ კავკასიის, ცენტრალური აზიის და ევროპის რეგიონიდან.
[პარტნიორის კონტენტი]