in ,

ქართულმა ფინტექ სტარტაპმა – Optio.Ai 650 000 ლარიანი გრანტი მიიღო

ქართულმა ფინტექ სტარტაპმა Optio.Ai, საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, GITA-სგან და მსოფლიო ბანკისგან 650 000 ლარიანი გრანტი მიიღო. გრანტის მიზნობრიობა კი ქართული სტარტაპის გაფართოება და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნის ხელშეწყობაა, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციებისთვის.

„Optio.Ai წარმოადგენს FinTech სტარტაპს, რომელიც ქმნის პროდუქტებს საბანკო სექტორისათვის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებით. ჩვენს გუნდში თავმოყრილი არიან როგორც საბანკო სფეროს ექსპერტები, ისე პროგრამული უზრუნველყოფის, მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო სპეციალისტები. ჩვენ „ვეძებთ“ ბიზნეს პრობლემებს ფინანსურ სექტორში და ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ამ პრობლემებს მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის სერვისების გამოყენებით, ძალიან ეფექტურად აგვარებს. გვაქვს პროდუქტები ქართული ენის დამუშავების, კლიენტებზე ორიენტირებული ჩეთბოტებისა და ფინანსური მონაცემების აგრეგაციის, გამდიდრების და ანალიზის მიმართულებით. ეს პროდუქტები უკვე ორი წელია წარმატებით მუშაობს სამ ქართულ ბანკში და ამჟამად ინერგება ჩვენს მეოთხე პარტნიორ ბანკთან“, – გვიყვებოდა Optio.Ai-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი – შოთა გიორგობიანი, რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორც Optio.Ai-ის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ვკითხულობთ, სტარტაპი გეგმავს ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი სამომავლო, საერთაშორისო ინოვაციური პროდუქტების შექმნისკენ მიმართოს, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ბაზარზე ისინი დიდ ბანკებთან უკვე თანამშრომლობენ.

ახალგაზრდებისთვის, სოციალური ინოვაციური კონკურსი გამოცხადდა

„ბალენსიაგას“ 2021 წლის კოლექციის ვიდეოჩვენება მარიშა ურუშაძის მონაწილეობით