სტარტაპი OPTIO ჯერ კიდევ 2016 წელს შეიქმნა, ტექნოლოგიის სიყვარულით და ოცნებით, რომ მილენიალებს დაეხმარებოდნენ პირადი ფინანსების მართვაში. თავდაპირველად ზუსტად არ იცოდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო ბრენდის ვიზუალური იდენტობა, რადგან როგორც ნებისმიერი ტექნოლოგიური სტარტაპის შემთხვევაში, საწყისი მიზანი. ისეთი პროდუქტის შექმნა იყო რომელიც კონკრეტულ პრობლემას გადაჭრიდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიოს ფინანსურ მონაცემებზე უხდებოდა მუშაობა, მათ შეამჩნიეს რომ აღნიშნული მონაცემები ძალიან მდიდარია ინფორმაციით და ხშირ შემთხვევაში საბანკო ინდუსტრია ჩამორჩება ტექნოლოგიურ კომპანიებს მონაცემების დამუშავებასა და გამოყენებაში. აღნიშნულმა მიგნებამ სტარტაპი კონკრეტულ პროდუქტამდე მიიყვანა, ეს კი სწორედ ის ეტაპია, როდესაც დადგა საჭიროება, სტარტაპისთვის შექმნილიყო განახლებული ბრენდი. ამისათვის კი პროცესში გამოცდილი მარკეტერები ჩართეს — მათ ოპტიოს ღირებულებებისა და ხედვის გაანალიზებაში მიიღეს მონაწილეობა, რათა შეექმნათ ბრენდი, რომელიც ზუსტად ასახავდა სტარტაპის ხედვასა და მიზნებს.
ბრენდის პლატფორმა:
ახალი იდენტობის შემუშავება ბრენდის სტრატეგიული პლატფორმის შექმნით დაიწყეს. უჩა ურუშაძესთან ერთად, სტარტაპმა ძირითადი კომპონენტები შეიმუშავა, რომლებიც ოპტიოს იდენტობას, ღირებულებებსა და ხედვას აერთიანებს.
„უჩას ხელმძღვანელობით, გუნდი ბრენდის პლატფორმის შექმნაზე მუშაობდა. ეს Optio-სთვის სტრატეგიულ საფუძველს ქმნის, რაც თანმიმდევრული ბრენდის იდენტობისთვის ყოველთვის საჭიროა. საბოლოო შედეგი კი არა მხოლოდ დაგვეხმარა რებრენდინგის პროცესში, არამედ ბრენდს მისიასა და ღირებულებებზე ორიენტირებულობას უნარჩუნებს“, — აღნიშნავენ Optio-ში.
ახალი ვიზუალური იდენტობა:
ახალ ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობა კრეატიულმა დირექტორმა, გიორგი ქვლივიძემ და გრაფიკოს დიზაინერმა, თენგიზ ბეგოიძემ დაიწყეს. მათ ყველაფერი განიხილეს — თანამედროვე, თამამი ლოგოებიდან, მინიმალისტურ, სიმბოლურ დიზაინამდე. ბოლოს კი ასო O-ს შთაგონებით შეიმუშავეს უნიკალური კონცეფცია — ეს არის O-ების ოპტიმალური გადაკვეთა, მისი უსასრულო რაოდენობა.
რაც შეეხება ფერებს, ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭა პიტნისფერს, ლურჯს, შავს, თეთრს და სხვა მარტივ ფერებს, რომლებიც ყველა არხზე იქნება გამოყენებული. „გვიყვარს ამ მინიმალისტური პალიტრის სიმარტივე და კონტრასტი, რადგან ნეიტრალურ სისტემას ქმნის“.
„მოხარული ვართ Optio-ს ახალი ბრენდის იდენტობის გაზიარებით — პროექტს, რომელიც ჩვენს გუნდსა და პროფესიონალ მარკეტერებს შორის თანამშრომლობას ასახავს. ამ ყველაფერმა და ბევრმა სხვამ აქცია ოპტიო მომხმარებელთა მონაცემების პირველ პლატფორმად, რომელიც ექსკლუზიურად ფინანსური ინდუსტრიისთვისაა შექმნილი“.