კამპანია „კაბუს“ სკანდალური სატელეფონო ჩანაწერით დაიწყო. ჩანაწერში ცნობილი მსახიობი ოქროს არწივის მოპარვის გეგმებზე საუბრობს.
მომდევნო ეტაპზე კი გამოჩნდა ოქროს არწივის Facebook გვერდი და ტრეილერი, რაც უკვე ახალი ფილმის შთაბეჭდილებას იწვევდა, ნახეთ ვიდეო:
29 აპრილს კი მარკეტერისათვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ “ოქროს არწივი” ლუდსახარში ზედაზენის ახალი პრემიუმ კლასის ლუდია, ნახეთ რეკლამა.
„ზედაზენის“ კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი კახა პაიჭაძე: – „ოქროს არწივი“ ბოჰემური სტილის ბრენდი იქნება. “ეს იქნება ადგილობრივი პრემიუმ კლასის ლუდი. ალაო და შვრია, რომლითაც „ოქროს არწივი“ მზადდება, ძალიან მაღალი ხარისხის ნედლეულია.
ჩვენ ლოგოზე გამოსახულია არწივი. ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით შევარჩიეთ სახელწოდებაც. ეს ბრენდი არის ხალხისთვის, ვინც ლუდისგან უფრო მეტს ითხოვს და მას მხოლოდ გასაგრილებლად არ სვამს“.
რაც შეეხება პირდაპირ კონკურენტებს, ამ კლასის ლუდებში საფასო კატეგორიის (ერთი ბოთლი 1,80-მდე) მიხედვით ნიშა თავისუფალია. თავად სარეკლამო კამპანია საინტერესო და ხუმრობანარევია. მსგავსი კამპანია კი ყოველთვის წარმატებულია.
გვინდოდა, ამ ბრენდის მიმართ ცნობადობა შეგვექმნა, კამპანიაში ჩაგვერთო მომხმარებელი. ასევე, გვსურდა გვეთქვა მომხმარებლებისთვის, ყურადღებით დააკვირდნენ ნებისმიერ რეკლამას და ინფორმაციას. ნუ გააკეთებენ ნაადრევ დასკვნებს – კონკრეტული რამ ნამდვილი ოქროა თუ მხოლოდ ბრწყინავს.