in

ფესტივალი “ოქროს თვალი” მსოფლიოს, საქართველოდან!

21-ე საუკუნეში ვიზუალური ხელოვნება დღითი დღე ვითარდება და წარმოუდგენელი პროგრესის მომსწრესა და მონაწილეს გვხდის. აღნიშნულ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპერატორის როლი. იგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს სახიფათო პროფესიაა. ტელეოპერატორები ხშირად სიცოცხლის ფასად გვაწვდიან კადრებს საომარი მოქმედების ეპიცენტრიდან თუ სტიქიური უბედურებების ზონიდან. კინო ოპერატორები კი ლამაზი და საინტერესო კადრებით იპყრობენ ჩვენს მზერას. ოპერატორები არიან ადამიანები, რომელთა ხედვაზეც არის დამოკიდებული როგორ აღვიქვამთ მოვლენებს. მიუხედავად ამისა ისინი ყოველთვის კადრს მიღმა დგანან და ჩვენთვის უცნობებად რჩებიან.

fest 22009 წლიდან საქართველო კინო და ტელეოპერატორების ფესტივალს „ოქროს თვალი“ მასპინძლობს. ფესტივალი საერთაშორისოა და როგორც მისი უცხოელი სტუმრები აღნიშნავენ უნიკალურია მსოფლიოში.

„ოდესმე თუ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა ტელევიზია ოპერატორის გარეშე? ტელევიზია არ იარსებებდა, იქნებოდა მხოლოდ რადიო“ – აღნიშნავს BBC-ის ერთ-ერთი პირველი ოპერატორი და ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი ჯონ ჰენშალი.

ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი ლევან კაცაძე: „ფესტივალის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება ტარდება. ფესტივალის ყველა სტუმარს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა დაესწროს მსოფლიო დონის ექსპერტის მასტერ-კლასს თბილისში. ჰირო ნარიტა არის ამერიკის კინოაკადემიის წევრი, მრავალგზის ნომინირებული Emmy-ზე და მოპოვებული აქვს სხვადასხვა ჯილდო მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. ფესტივალის ფარგლებში ასევე ტარდება სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც მონაწილოებას იღებენ ტექნიკის ლიდერი მწარმოებელი კომპანიები: SONY, Panasonic, Canon, Fujifilm, Arri, Angenieux, Avid, DJI, Ross Video და ა.შ. გამოფენის სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა პირადად გაესაუბრონ მათ და დაესწრონ პრეზენტაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.“

წელს გამოფენის ყველა სტუმარს ეძლევა შესაძლებლობა მოიგოს DJI Phantom 3, რომელსაც DJI-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია ინოვატორი გაათამაშებს.

ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: რეგისტრაცია

Bebbo – ქართული ჩითი მსოფლიო ბაზარზე

მიკრო სესხები საქართველოში: ინფორმაციის მიღების სანდო და ამომწურავი წყარო.