in

Oral-B iO – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური ჯაგრისი

დღეს ტექნოლოგიური განვითარება აღარავის უკვირს, ამიტომ ბრენდებს უფრო მეტად მოეთხევობათ ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა, რაც რეალურად იქნება განსხვავებული და რაც მთავარია, ადამიანების საჭიროებებზე მორგებული.

ალბათ პირველი, რაც ინოვაციაზე შეიძლება ყველას გაგვახსენდეს, ხელოვნური ინტელექტია, რომელიც მართლაც უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს, თუკი პრობლემის გადაჭრის საინტერესო გზას ვეძებთ.

სწორედ ამ მისიის შესრულებას ემსახურება Procter & Gamble, რომელმაც ახლახან საქართველოს ბაზარზე Oral-B-ის უახლესი ჯაგრისების სერია, IO,  წარადგინა. ამ სტატიაში კი გვინდა სწორედ ეს ჯაგრისი გაგაცნოთ, რომელიც პირის ღრუს მოვლის საშუალებებში მართლაც რევოლუციურია.

Oral-B iO სერიის ჯაგრისი ხელოვნური ინტელექტისა და 3D თრექინგის საშუალებით ჯაგრისს აძლევს საშუალებას, შეისწავლოს კბილების წმენდის ტიპი, ჯაგრისის პოზიცია, ორიენტაცია და მოძრაობა კბილის ზედაპირზე, რაც კბილების ხეხვის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს – შეგვიძლია მივიღოთ უკუკავშირი კბილების წმენდასთან დაკავშირებით და შემდეგი წმენდისთვის დავაცადოთ ჯაგრისს ხაზოვანი მაგნიტური გადამცემის საშუალებით (iO ტექნოლოგია) თავად გადაადგილდეს კბილზე. Მოკლედ რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი და 3D თრექინგი კარგ ტანდემს ქმნიან, რაც კიდევ უფრო ამარტივებს პირის ღრუს მოვლის რუტინას.

ვიდეოს სანახავად დააკლიკე სურათს

გარდა ამისა, ჯაგრისის წნევის სენსორი გვეხმარება ძალიან მარტივად განვსაზღვროთ წმენდისთვის ოპტიმალური წნევა – ძლიერი დაწოლის შემთხვევაში სენსორი წითლდება, ნაზად დაწოლის შემთხვევაში თეთრდება, ხოლო სწორი წნევის შემთხვევაში მწვანდება.

და ბოლოს, ჯაგრისს აქვს დასუფთავების სხვადასხვა რეჟიმი, რაც გვაძლევს საშუალებას, ავირჩიოთ კონკრეტულად რა გვინდა ჩვენ, მაგალითად: კბილების გათეთრება, ღრძილებზე ზრუნვა თუ სხვა.

Oral B iO 9 პრეზენტაცია, თბილისის ციფრული მუზეუმი

ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე შესაძლებელია iO 7-სა და iO 9-ის შეძენა (ალტასა და ელიტ ელექტრონიქსის ქსელებში და ასევე VELI.store ონლაინმაღაზიაში), რომლებიც ერთმანეთისგან ძირითადად დასუფთავების რეჟიმებისა და კბილების ხეხვის შეფასების ზონების კონტროლის რაოდენობით განსხვავდება.

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოს ნაკრების ქომაგები „ფრანისგან“ სამოგზაურო დაზღვევას მიიღებენ

Old Spice – იუმორითა და მხიარული კამპანიებით ცნობილი ბრენდი