in

რას ნიშნავს Orange Leadership? — ინტერვიუ ნინო ბერუაშვილთან

York Holding Group-მა (იორკ ჰოლდინგ გრუპი), რომელიც York Towers-ის მფლობელი ჰოლდინგია ორგანიზაციული ტრანსფორმაცია დაიწყო. “KROY” (კროი) ასე უწოდა მენეჯმენტმა, პროცესს, რომელიც 200-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი ჰოლდინგის სრულ რეორგანიზაციას გულისხმობს გლობალური სტანდარტებით. იგულისხმება არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირება, არამედ მართვისა და საოპერაციო პროცესების სრულად გარდაქმნა, მსოფლიოში მიღებული მეთოდებისა და ნორმების შესაბამისად.

მარკეტერს York Holding Group-ის ადამიანებისა და კულტურის მართვის უფროსი ოფიცერი (CPCO), ნინო ბერუაშვილი ესაუბრება.

რა მიზანი აქვს ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას?

ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მიზანს წარმოადგენს York Holding Group-ში პროცესების ეფექტიანობისა და თანამშრომელთა ჩართულობის ზრდა, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ორგანიზაციის შედეგებზე. ტრანსფორმაცია მოიცავს ძირეულ გარდაქმნას, რაზეც მისი აბრევიატურა: KROY-ც მიუთითებს. სავარაუდოდ, 2-წუთიანი დაფიქრება დაგჭირდებათ, სანამ მიხვდებით, რომ ეს აბრევიატურა York-ის შებრუნებულ ვერსიას წარმოადგენს და მიუთითებს ჩვენი გუნდის ამბიციაზე ძირეულად გარდაქმნას ორგანიზაციაში არსებული პროცესები და ორგანიზაციული კულტურა. გარდა ამისა, KROY წარმოადგენს ტრანსფორმაციის 4 ძირითადი მიმართულების აბრევიატურას: K – Know your people, R – Responsible Business, O – Orange Leadership და Y – York Inspiration. ჩვენ ამ მიმართულებებს საყრდენად აღვიქვამთ და მიგვაჩნია, რომ ოთხივე მათგანის არსებობა მნიშვნელოვანია სტაბილური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

როგორ აისახება თანამშრომელთა მოტივაციაზე KROY ტრანსფორმაცია?

KROY ტრანსფორმაცია პირდაპირ კავშირშია თანამშრომელთა მოტივაციასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ტრანსფორმაციის სამი საყრდენი: Know your people, Orange Leadership და York Inspiration ზუსტად თანამშრომელთა მოტივაციის, პროდუქტიულობისა და ჩართულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. Know your people — საკუთარ თავში მოიაზრებს: იცოდე შენი თანამშრომლების საჭიროებები; იცნობდე მათ ინდივიდუალურ ძლიერ მხარეებს, ხელი გედოს ორგანიზაციის მთავარ ძალაზე — თანამშრომლების მოტივაციის პულსზე და შენს ნებისმიერ აქტივობას გეგმავდე ამ ინფორმაციის გათვალისწინებით. York Inspiration საკუთარ თავში მოიცავს თანამშრომლებისათვის ორგანიზაციის მისიის, ხედვისა და ღირებულებების გაზიარების უწყვეტი ჯაჭვის არსებობას, რადგან მხოლოდ ეს არის გზა, რომლის მეშვეობითაც თანამშრომელი ახერხებს, საკუთარი ადგილი იპოვოს ორგანიზაციაში, გაიაზროს, რომ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება და ამ მნიშვნელოვანი საქმის შესრულებისას მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება. ხოლო Orange leadership…

და მაინც, რას გულისხმობს Orange Leadership?

ORANGE Leadership არის KROY გუნდის ნოუ-ჰაუ, რომელიც გულისხმობს YHG-სა და მის შვილობილ კომპანიებში ოპტიმალური, ტრენდული, დაცული და ინოვაციური მენეჯმენტის დანერგვას.

Orange Leadership-ის მთავარი ღირებულება პროდუქტიულობაა და მიზნად ისახავს წარმატებასა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნას. ჩვენ გვჯერა: „როცა გინდა გაკეთება, აუცილებლად გამოგივა“. Orange Leadership-ის მთავარი დებულებებია:

  • ჩვენ ვართ კონკურენტული, შედეგებზე ორიენტირებული და პროგრესული გუნდი, რომელიც ფოკუსირებულია წარმატებასა და მუდმივ განვითარებაზე.
  • ჩვენ ვიღებთ გამოწვევებს, ვიყენებთ შანსებს და ვართ მოქნილები რეალობასთან ადაპტაციის დროს.
  • ჩვენ ვახდენთ ინდივიდუალური ინიციატივების სტიმულირებას, თანამშრომლებს ვიწვევთ, რომ აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და ვაჯილდოებთ წარმატებას.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გზა, რომლის შედეგადაც ყალიბდება დინამიკური და ინოვაციური სამუშაო ატმოსფერო, სადაც თანამშრომლები თავს გრძნობენ დაფასებულად და მოტივირებულნი არიან დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. სწორედ ეს განაპირობებს ორგანიზაციის სტაბილურობასა და ეფექტიანობას.

Orange Leadership გათვლილია ტოპ მენეჯერებისთვის თუ ყველა დასაქმებულისთვის?

Orange Leadership არ გულისხმობს მხოლოდ მენეჯერებისათვის გარკვეული უნარ-ჩვევისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილება მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როდესაც მას გუნდის უმრავლესობა იზიარებს, შესაბამისად, აქტიურად ვზრუნავთ გუნდის თითოეულ წევრზე და 2023 წელსაც უამრავი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი. Orange leadership-ის კონცეფცია ორიენტირებულია დამოკიდებულებების ჩამოყალიბებისა და პროდუქტიულობის ამაღლებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე.

რა სახის სამუშაო გარემო იქმნება York Holding Group-ში? რა არის თქვენთვის, როგორც დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული?

ჩვენ გვჯერა, რომ დინამიკური და ინოვაციური სამუშაო კლიმატი ხელს უწყობს ისეთი სტაბილური ატმოსფეროს შექმნას, სადაც თანამშრომლები თავს დაფასებულად გრძნობენ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის სტაბილურობას მისი გუნდის სიძლიერე განაპირობებს. შესაბამისად, ვქმნით ისეთ სამუშაო ატმოსფეროს, სადაც თანამშრომლების უნიკალურობა არის დაფასებული და საქმიანობის შესრულებისას ისინი ახერხებენ ძლიერი მხარეების გამოყენებას.  ამისთვის დავიწყეთ საქმიანობის მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ამოცანებისა და ძირითადი შედეგების განსაზღვრას (OKR), არამედ ორიენტირებულია თანამშრომლების ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებასა და მათ გაუმჯობესებაზე. გვჯერა, რომ მუდმივი გაუმჯობესება მნიშვნელოვანია და მხოლოდ ეს არის გზა, რომლითაც შესაძლებელია ორგანიზაციამ მიაღწიოს მნიშვნელოვან და გამორჩეულ შედეგებს.

აღნიშნული ტრანსფორმაცია ითვალისწინებს თანამშრომლების ინდივიდუალურ განვითარებას თუ გუნდური მუშაობის გაუმჯობესებას?

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, მნიშვნელოვანია თანამშრომლების ინდივიდუალური, ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა, თუმცა ცხადია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდური სულისკვეთების არსებობას ორგანიზაციაში. აღნიშნულზეც არაერთი აქცენტი კეთდება ჩვენს ორგანიზაციაში, მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო საახალწლო სამზადისი, რომლის ერთ-ერთ კომპონენტსაც საქველმოქმედო აქტივობები წარმოადგენს: ჩვენ მიზნად დავისახეთ, გავხადოთ ახალი წელი გამორჩეული მათთვის, ვინც მხარდაჭერას საჭიროებს. ამისთვის  თანამშრომლები დავყავით გუნდებად, თითოეულ გუნდს განვუსაზღვრეთ ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მათ უნდა შეარჩიონ ბენეფიციარები და გუნდურად დაგეგმონ, თუ როგორ გაუხალისებენ ახალ წელს მათ, ვისაც მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება. ვფიქრობთ, რომ გუნდურ სულისკვეთებას განსაკუთრებით აუმჯობესებს, როდესაც ადამიანები ერთიანდებიან მნიშვნელოვანი, შთამაგონებელი მიზნის გარშემო, ამ მიზნის განხორციელება გუნდში იწვევს პოზიტიურ ემოციებს, ეს ემოციები განსაკუთრებულ სითბოსა და სიახლოვეს აყალიბებს და სწორედ ის განცდაა, რომელიც წლების განმავლობაში არ გვავიწყდება.

რა შედეგები ექნება ტრანსფორმაციას?

აღნიშნული ტრანსფორმაციის შედეგები შეგვიძლია სამ კატეგორიად გავმიჯნოთ. პირველი არის, თუ რა შედეგი ექნება თანამშრომლებისთვის და ეს შედეგი უკავშირდება მათი მოტივაციის ამაღლებას, ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც თითოეული თანამშრომლის უნიკალურობა და მათი მოსაზრებები არის გათვალისწინებული. მეორე — ეს არის, თუ რა შედეგი აქვს ორგანიზაციისთვის და ეს დაკავშირებულია ორგანიზაციის პროდუქტიულობის გაუმჯობესებასთან, რასაც Orange Leadership მოგვიტანს და ბოლოს, რა შედეგი აქვს ამას ჩვენი გარემოსთვის: ჩვენ გვჯერა, რომ ეს ტრანსფორმაცია შესაძლებლობას მოგვცემს, მივაღწიოთ ჰოლდინგის მისიის წარმატებულად აღსრულებას, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: ჩვენ ხელს ვუწყობთ ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც საზოგადოების ყველა წევრისთვის ცოდნა და რესურსები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია და იყენებენ საკუთარი მომავლის გასაუმჯობესებლად, იღებენ არსებულ ინვესტიციებზე უკუგებას და თავს გრძნობენ სტაბილურად.

[პარტნიორის კონტენტი]

3 პროგნოზი 2023 წლის მოდის ტენდენციების შესახებ

არასდროსაა გვიან! – საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეორგოლი