Apple-ისა და Orange-ის ერთობლივი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც მათთვის სააგენტო Publicis-მა მოამზადა, ემოციურ საახალწლო ისტორიას წარმოგვიდგენს. აეროპორტი რომ ადამიანებს ერთმანეთთან დაახლოებაში ეხმარებოდა ეს აქამდეც ვიცოდით, თუმცა, გარდა ამისა, ეს ადგილი არაერთი რომანტიკული სიყვარულის ისტორიის დასაწყისიც გამხდარა. სწორედ ასე დაიწყო და განვითარდა ამბავი iPhone X-ისა და Orange-ის სერვისების რეკლამირებისთვის შექმნილ ვიდეორგოლში.