როდესაც გცხელა და გწყურია, ხელში კი გამაგრილებელი სასმელი გიჭირავს, ძნელია დამატებითი მოძრაობების გაკეთებაზე იფიქრო. თუმცა, ეს აღარც არის საჭირო. ზოგიერთი სასმელის გემოს შესაგრძნობად, დალევამდე მისი შენჯღრევაა საჭირო, მაგრამ თუ Orangina-ს ახალი ბოთლიდან სვამთ, ის თავად იზრუნებს ამაზე. ახალი დიზაინის დამსახურებით, Orangina-ს გამაგრილებელი სასმელის დალევა, მისი ამოტრიალების გარეშე შეუძლებელია.
გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები თავიანთი პროდუქციის ჭურჭელს განსხვავებულ ფორმებსა და ფუნქციებს აძლევენ, რითაც მომხმარებლის გაოცებას ცდილობენ.
Pepsi-ს სავარჯიშო ჰანტელი, Becks-ის ფონოგრაფი, Cobra-ს ქაფის მარეგულირებელი… ეს იმ გამოგონებათა არასრული სიაა, რომელთა შთაგონების წყაროდაც ბოთლი იქცა.
ბოთლი, ამჯერად, Orangina-ს ახალი კამპანიის ინსპირაციის წყაროა. მისმა შემქმნელებმა გამორჩეულ დიზაინთან ერთად, ბოთლის პრაქტიკულობაზეც იზრუნეს. სააგენტო BETC-მა მისი დიზაინი თავდაყირა ამოატრიალა, გასახსნელი კი ბოთლის ძირში მოათავსა. იმის გამო, რომ მომხმარებელს ლითონის შეფუთვით გამოშვებული სასმელის შენჯღრევა ხშირად ავიწყდება, კომპანიამ ისინი “აიძულა” ბოთლი დალევამდე ერთხელ მაინც ამოაყირავონ.
სააგენტო BETC-მა გამოგონებისთვის კანის ლომების კრეატიულ ფესტივალზე ჯილდოც დაიმსახურა, გასულ კვირას, მან Outdoor კატეგორიაში ვერცხლის ლომი აიღო.