Rasna Limited ინდოეთის ერთ–ერთი ლიდერი გამაგრილებელ სასმელთა მწარმოებელი კომპანიაა. როდესაც მან თავისი ნიშიდან გადაუხვია, წარმატებას ვეღარ მიაღწია.
Rasna Limited გადაწყვიტა ახალი ექსპერიმენტალური ხილის გაზიანი სასმელი სახელად Oranjolt გამოეშვა. ბრენდი იქამდე ჩავარდა, სანამ ბაზარზე თავის ადგილს დაიკავებდა.
პირაც ხამბატა Rasna–ს დამფუძლებელი ამბობს, რომ Oranjolt არ უნდა ყოფილიყო გაზიანი სასმელი. ის ამბობს, რომ ბაზარზე უცხოური კომპანების არსებობის გამო, კონკურენცია დიდი იყო, ამიტომ მათ რაიმე სრულიად განსხვავებული უნდა შეექმნათ. „თუ არ ცდი ახალ გამოგონებებს, მაშინ ერთ ადგილას იქნები გაჭედილი“ ამბობს პირაცი.
რატომ იყო ახალი სასმელი წარუმატებელი?
Oranjolt სჭირდებოდა მაცივარი. პრობლემა ის იყო, რომ ინდოეთში მაღაზიები ღამე მაცივრებს რთავენ. ამის გამო Oranjolt ხარისხის პრობლემა შეექმნა. პროდუქტს შეეძლო დახლზე 3-4 კვირა გაეძლო, მაშინ როცა სხვა გამაგრილებელი სასმელები 5 თვეზე მეტს ძლებდნენ.
გარდა ამისა მათ არ ჰქონდათ დისტრიბუციის გეგმა, ამიტომ მათ არ შეეძლოთ ყოველ 3-4 კვირაში პროდუქტი ჩაენაცვლებინათ. მაშინ როდესაც კოკა–კოლა და პეპსი თავის პროდუქტს ყოველ 3 თვეში ანაცვლებდა.