26
Nov
2019

ახალი და კომპაქტური მუსიკალური ინსტრუმენტი – Orba

26 Nov 2019

veon
veon


Artiphon სტარტაპია, რომელიც Kickstarter-ზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამჯერად, მათ ახალი კამპანია დაიწყეს. საქმე ახალ ინსტრუმენტ Orba-ს ეხება, რომელიც მუსიკის შექმნას ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელ საქმიანობად აქცევს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ, მუსიკალური გამოცდილების ქონა-არ ქონის მიუხედავად, სტრესთან გასამკლავებლად, თუ შემოქმედებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

Orba წრიული ინსტრუმენტია, რომელზე დაკვრაც ცალი, ან ორივე ხელით შეგიძლიათ. მისი სიმარტივე მდგომარეობს შემდეგ ფაქტში – მოწყობილობის ზედაპირი 8 ნაწილადაა დაყოფილი და რეაგირებს შეხებაზე. Orba-ს აქვს სხვადასხვა რეჟიმები – დრამმი, ბასი, აკორდი, კომოზიცია და ა.შ. მასში გაერთიანებულია მრავალგვარი შეხებისა და მოძრაობის სენსორი, რომელიც იძლევა როგორც შეხებით დაკვრის, ასევე მოწყობილობის შეიკერის, ან დოლის მეთოდით გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ პატარა მოწყობილობას მრავალგვარი ხმის გამოცემა შეუძლია.

შეგიძლიათ დაუკრათ Orba-ზე, მასზე განთავსებული სინთეზატორის გამოყენებით, ან დაუკავშირდეთ სპეციალურ აპლიკაციას, ან სხვა მუსიკალურ პროგრამას. Artiphon პირველი Orba-ს გაყიდვას 2020 წლის აპრილიდან გეგმავს, მისი ფასი კი, სავარაუდოდ, 99 დოლარიდან დაიწყება.

განხილვა