in

„ორბეთის მწვანე სივრცე“ – შეკრების მულტიფუნქციური ადგილი თიმბილდინგებისთვის

„გვირჩიეთ ადგილი თბილისთან ახლოს“ – ბოლო დროს, ამ თხოვნას ხშირად მოისმენთ. ასეთ ადგილს ეძებენ დასვენებისა და განტვირთვისთვის, კორპორაციული და საფესტივალო ღონისძიებებისთვის. ბოლო წლებში, ასეთმა შეკრებებმა ქალაქგარეთ, დედაქალაქის სიახლოვეს გადაინაცვლა, რამაც მსგავსი თავშეყრის ადგილებზე მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა. ამჯერად, გიამბობთ „ორბეთის მწვანე სივრცეზე“, რომელმაც ამ ჩვეულებას 10 წლის წინ ჩაუყარა საფუძველი და სტუმრებისთვის ღია სივრცე ჩამოაყალიბა. ის იქცა სასურველ ადგილად დიდი კომპანიებისთვის, რომლებსაც საკუთარი გუნდის წევრებისთვის განტვირთვისა და გართობის სივრცის შექმნა სურთ. აქ გელით უამრავი სპორტული, ქვესტ, შემეცნებით-გასართობი, მუსიკალური, ექსტრემალური და სხვა ტიპის თამაში. სივრცემ უმასპინძლა HR-ების მასშტაბურ ღონისძიება Summer Fest-ს, თიბისის 800-მდე თანამშრომელს, არდის, GPI ჰოლდინგს, Making Science Sweeft-ს და ა.შ. „ორბეთის მწვანე სივრცის“ გეგმებზე ბექა ონიანი გვესაუბრა.

M: უკვე 10 წელია, რაც ორბეთის მწვანე სივრცე მასპინძლობს სტუმრებს. თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიცვალა მულტიფუნქციური სივრცეების როლი, ამ წლების განმავლობაში? 

ორბეთის მწვანე სივრცე 2014 წელს შეიქმნა, როცა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა კომპანიებში გასვლითი თიმბილდინგების გამოცდილება. დღევანდელ დღესთან შედარებით, სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება იყო მსგავსი აქტივობების მიმართ. 

გამომდინარე იქიდან, რომ პირველებმა შევთავაზეთ ბაზარს მსგავსი ადგილი და აქტივობები, საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ. სიახლის დანერგვა ტრადიციების მოყვარული ერისთვის არ აღმოჩნდა მარტივი. მაგრამ, გვჯეროდა, რომ თიმბილდინგის გამოცდილება, რაც მოწინავე ქვეყნებში არსებულმა კომპანიებმა წარმატებით განვლეს აუცილებლად ადაპტირდებოდა ჩვენს ქვეყანაშიც.

დღეს, რეალობა საგრძნობლად შეცვლილია. ძალიან დიდი ინტერესი, ყურადღება და მოთხოვნა მოდის გასვლით თიმბილდინგ აქტივობებსა და მისთვის შექმნილ მულტიფუნქციურ სივრცეზე. ჩვენთან ორბეთში, სივრცე მორგებულია ნებისმიერი ტიპის, აქტიური თუ პასიური დასვენების მსურველზე. ადგილის მრავალფეროვნება კი კიდევ უფრო საინტერესოს, სახალისოს და შედეგიანს ხდის კომპანიის გუნდის შენებას.

M:  როგორ პასუხობს ბაზრის საჭიროებებს ორბეთის მწვანე სივრცე?

ჩვენი სივრცე მდებარეობს სოფელ ორბეთთან, რომელიც თბილისთან 30 წუთის სავალზე, ზღვის დონიდან კი 1400 მეტრზეა და არაჩვეულებრივი გარემო პირობებით გამოირჩევა.

6200 კვადრატულ მეტრზე განთავსებულია მრავალწლიანი დაკვირვების, მოსმენის,  სტუმართა  მოთხოვნილებების გათვალისწინებით შექმნილი ღია და დახურული სარელაქსაციო-გასართობი კუთხეები.

კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ჩვენი სამოტივაციო ფრაზაა „გართობა, რომელსაც დიდ ხანს ველოდით“, რადგან, ჩვენთან სტუმრები ბავშვურად ლაღები ხდებიან და კოლეგებთან ერთად თავს საკუთარ ეზოში გრძნობენ.

M: რა სერვისებით სარგებლობაა შესაძლებელი ორბეთის მწვანე სივრცეში? როგორი აქტივობების დაგეგმვაა შესაძლებელი?

ორბეთის მწვანე სივრცეში შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის ადამიანისთვის თიმბილდინგ აქტივობების ჩატარება. ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს აქტივობების სრულად ორგანიზებას, ინვენტარით მომარაგებას და მთელი დღის დაგეგმვას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სივრცის მოწყობიდან გამომდინარე, ყველა მონაწილეს ერთდროულად შეუძლია თამაშის დაწყება და მოლოდინშიც არავინ რჩება.

აქტივობებს ვახორციელებთ როგორც ორბეთის მწვანე სივრცეში, ასევე კომპანიის სურვილის მიხედვით, ნებისმიერ სასურველ როგორც ღია ისე დახურულ ტერიტორიაზე.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, ფურშეტის, აქტივობების, თამაშების, ქვესტების, ვორქშოფების, ფოტო-ვიდეო გადაღების, მუსიკალური გაფორმების და სხვა საჭიროებების სრულად ორგანიზებას.

M:  ვისაუბროთ სამიზნე სეგმენტზე – ვისთვის არის საინტერესო ორბეთის მწვანე სივრცეში სტუმრობა?

სივრცის მოწყობიდან და შეთავაზებული სერვისების მრავალფეროვნებიდან  გამომდინარე ორბეთის მწვანე სივრცე საინტერესოა ყველა იმ კომპანიისთვის, რომლებიც ზრუნავენ თანამშრომლებზე, მათ ფსიქო-ემოციურ გაჯანსაღებაზე, გუნდური ურთიერთობების განმტკიცებაზე და, კონკრეტული უნარ-ჩვევების დაუფლებაზე.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ამიტომ, ვცდილობთ სპორტულ-შემეცნებით პროექტებში ახალი თაობის ჩართულობას. ვატარებთ სასკოლო სპორტულ აქტივობებს, მორგებულს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

ვაორგანიზებთ თემატურ ფესტივალებს, კოსტიუმირებულ წვეულებებს და უზრუნველვყოფთ სივრცეს შესაბამისი დიზაინითა და დეკორაციებით.

M: მიმოვიხილოთ, როგორ არის გადანაწილებული სივრცე, რაც მის ვიზიტორებს შთამბეჭდავ გამოცდილებას უქმნის?

ორბეთის მწვანე სივრცეში მოწყობილია სხვადასხვა თემატური კუთხეები, რაც სტუმრებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. 

ადგილზე შეხვდებით როგორც თიმბილდინგ აქტივობებისთვის საჭირო სპორტულ კუთხეებს, ასევე, პასიური დამსვენებლებისთვის შემეცნებით გასართობ ადგილებს, მოწყობილია სპეციალურად არტ-თერაპიის სივრცეები და სამაგიდე თამაშების კუთხეები.

ორბეთის მწვანე სივრცეში შევხვდებით კვების სივრცეებს, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი აღმოაჩენს მისთვის სასურველ და საყვარელ პროდუქტს. 

ასევე, გვაქვს სპეციალურად მოწყობილი სატრენინგო და ვორქშოპ სივრცეები, ხოლო დარჩენის მსურველებისთვის საოჯახო სასტუმრო.

M: გვიამბეთ უკვე განხორციელებულ გამორჩეულ პროექტებზე…

ჩვენთვის ორბეთში ამოსული თითოეული სტუმარი განსაკუთრებულია, შესაბამისად, პროექტი თავისებურად გამორჩეულია. ამას, სტუმართა გამოკითხვებიც გვიდასტურებს.

შეგვიძლია გავიხსენოთ დასამახსოვრებელი, საკმაოდ მასშტაბური პროექტები როგორიც იყო HR-ების წვეულება ზაფხულში – Summer Fest. ღონისძიებას სხვადასხვა კომპანიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. 

ჩვენი ერთგული მომხმარებელია კომპანია „არდი“, ვისი თიმბილდინგებიც ყოველთვის მხიარული, გამორჩეული და დასამახსოვრებელია. 

ასევე, ზაფხულში 2 თვის განმავლობაში ვმასპინძლობდით თიბისის 800-მდე თანამშრომელს. თიბისელების დიდი მოწონება დაიმსახურა მათზე მორგებულმა ქვესტ თამაშებმა.

M: როგორ გეგმავთ განვითარებას?

10 წლის განმავლობაში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით მომხმარებლის უკუკავშირს, ვითვალისწინებდით მათ სურვილებს და ყოველ მომდევნო სტუმრობაზე განახლებული პროგრამით ვხვდებით. 

ეს სეზონი კიდევ უფრო გამორჩეული იქნება, რადგან ჩვენს ერთგულ და ახალ სტუმრებს განახლებული სივრცეები, ახალი სახალისო თამაშები, კვების ობიექტები და მრავალი სიახლე დახვდებათ.

ჩვენი მოტივაცია თითოეული სტუმრის ბედნიერებაა და განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი ამ იდეის გარშემო ერთიანდება.

[R]

როცა წასასვლელად საბაბს ეძებ — Volkswagen-ის ვიდეორგოლი

FIAT-მა მანქანის 5 ახალი კონცეფცია წარადგინა