11
ივლ
2018

ახალი სივრცე თბილისთან ახლოს – Orbeti Green Space გართობისა და დასვენებისთვის

11 ივლ 2018

Startauperi
Startauperi


ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, თბილისიდან 25 წუთის სავალ გზაზე შეიქმნა სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სუფთა ჰაერი, ჰამაკები და გემოვნებიანი მუსიკა, ულამაზესი ხედები, აუზი მთის რუჯის მისაღებად, წყლის ფეხბურთი, Bubble ფეხბურთი, სამაგიდო თამაშები, კარაოკე, კინოჩვენება თუ ღამის გართობა – ეს ის დაპირებებია, რომელსაც Orbeti Green Space აძლევს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს. მის მთავარ უპირატესობად კი, თბილისთან სიახლოვე, თუმცა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო რჩება.

იდეა გაჩნდა რამდენიმე წლის წინ: გადავწყვიტეთ, მიუსაფარი მოზარდებისთვის, რომლებიც ფაქტობრივად, ქუჩაში ცხოვრობდნენ და ყოველდღიურად, უამრავი პრობლემის გადალახვა უწევდათ, ერთი ბედნიერი დღე გვეჩუქებინა. ვეძებდით ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე გარემოს, რომელიც თბილისთან ახლოს იქნებოდა. იმ დროისთვის „ორბეთი გრინ სფეისის“ ტერიტორიაზე არაფერი არ იყო. ჩვენც ეს გვინდოდა – სუფთა ჰაერი, ბუნება და ბევრი მხიარულება. ბავშვებთან ერთად ავედით ორბეთში და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი და მხიარული აქტივობები ჩავატარეთ. ღონისძიებამ იმდენად კარგად ჩაიარა, ბავშვებიც ისეთი კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ, რომ ამ საქმის გაგრძელება გადავწყვიტეთ – ბექა ონიანი


Orbeti Greem Space-ის თანადამფუძნებელი ბექა ონიანი, სპეციალობით, მსახიობი და სცენარისტია, თუმცა, კორპორატიული ღონისძიებების წამყვან ანიმატორად მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება აქვს და სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწყო Orbeti Green Space-ის შექმნა. თავდაპირველად, მხოლოდ საჭირო ინვენტარით აღიჭურვა ტერიტორია, თუმცა მოგვიანებით, უკვე საჭირო გახდა დახურული სივრცის აშენებაც, რომელიც მასპინძლებს საშუალებას მისცემდა, ნებისმიერ ამინდში ყოფილიყო შესაძლებელი Orbeti Green Space-თან სტუმრობა. მარკეტერის შეკითხვებს ბექა ონიანმა უპასუხა: 

M: რა ტიპის გასართობი აქტივობები შედის პროგრამაში და ვისთვის შეიქმნა სივრცე?
„ორბეთი გრინ სფეისის“ მომსახურებები მორგებულია ყველა ასაკის ადამიანზე – გასართობი პროგრამა გვაქვს როგორც ბავშვებისთვის, 4-5 წლის ასაკიდან, ისე ზრდასრულებისთვის. პროგრამაში შედის როგორც სპორტული აქტივობები: ბუშტების ფეხბურთი, წყლის ფეხბურთი, გიგანტური ბარიერი, მხიარული თხილამურები და სხვ. ისე სააზროვნო თამაშები და კარაოკე. ვმასპინძლობთ დაბადების დღეებს, ექსკურსიებს, კორპორატიულ ღონისძიებებს, წინასაქორწილო წვეულებებსა და ქორწილებს, კარვების ტურს, მუსიკალურ საღამოებს, ღამის გართობას, კინოჩვენებას ღია ცის ქვეშ და ბანკეტებს. გვაქვს გასვლითი ღონისძიებებიც – დამკვეთისთვის სასურველ ადგილას მივდივართ ჩვენი გუნდით, პროგრამით, ინვენტარით და ასე ვუწევთ მომსახურებას. M: როგორ ხედავთ Orbeti Green Space-ის განვითარების პერსპექტივებს?
უახლოეს მომავალში ვგეგმავთ „ორბეთი გრინ სფეისის“ ტერიტორიაზე არსებულ შენობაში ლაუნჯისა და რამდენიმე სასტუმრო ოთახის დამატებას, რაც სტუმრებს ჩვენთან დარჩენის საშუალებას მისცემს. ჩვენი მიზანია, ეს სეზონი კიდევ უფრო წარმატებულად წარვმართოთ და გავააქტიუროთ ზამთრის პერიოდი. 

განხილვა