მარკეტერი წარმოგიდგენთ ორბი ფიტნესის განსხვავებულ რეკლამას.
გიორგი ფუტკარაძე: “რეკლამის დამზადებისთვის დაიხარჯა მხოლოდ ჩვენი დრო და ენერგია, რამოდენიმე ცალი ფანქარი, ბლოკნოტი, 10 ცალი თაბახის ფურცელი და რამოდენიმე ფინჯანი ყავა . რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტე ასეთი სტილის რეკლამა, – მინდოდა ვყოფილიყავით გამორჩეულები, ორიგინალურები, შინაარსის ადვილად და გასაგებად გადმომცემი. ასევე არაპირდაპირ ვახდენთ მთლიანად ორბი ჯგუფის რეკლამირებას, სადაც ჩანს ჩვენს მიერ აშენებული საცხოვრებელი კომპლექსები. მთლიანობში მარტივად და ორიგინალურად, ნაკლები დანახარჯებით ვეცადეთ მოგვეპოვებინა მომხმარებლის კეთილგანწყობა.”
შემსრულებლები :
ევგენი ზახაროვი -მხატვარი,
დავით ახმაევი – მონტაჟი.