ელექტრონული ინოვაციების მიმართულებით გლობალურმა ლიდერმა Orbic ახალი ელექტრონული ველოსიპედი შექმნა. ეს არის მსოფლიოში პირველი ელექტრონული ველოსიპედი, რომელსაც 5G-ისა და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა აქვს.
ცოტა დეტალურად რომ განვიხილოთ, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ველოსიპედი ნებისმიერი ობიექტის აცილებას შეძლებს — სპეციალური სისტემა აქტიურად აკონტროლებს გარემოს, რათა პოტენციური საფრთხეების შესახებ სათანადო ინფორმაცია გასცეს. ამავდროულად, Orbic-ში ჩამონტაჟებულია მაღალი გარჩევადობის კამერა და ფართო კუთხის სენსორი. გარდა ამისა, შეჯახების საშიშროების გამოსავლენად, შესაბამისი ტექნოლოგია დაცვის დამატების ფენას უზრუნველყოფს — კერძოდ, ავტომატურად ამუხრუჭებს.
რაც შეეხება 5G კავშირის უპირატესობას, მისი მეშვეობით, ელექტრონულ ველოსიპედს ვიდეოზარების განხორციელება შეუძლია; ასევე, სხვებისთვის ინფორმაციის გაზიარება. რომ აღარაფერი ვთქვათ რუკებზე წვდომის შესაძლებლობაზე.