in

თავდაჯერებულობის საიდუმლო Orbit-შია

როგორც წესი, საღეჭი რეზინის რეკლამებში ძირითადი აქცენტი პირის ღრუს სისუფთავესა და სუნთქვის სიგრილეზე კეთდება ხოლმე. Orbit-მა თავის ახალ კამპანიაში Time to shine ამ მიართულებას ცოტათი გადაუხვია. 

BBDO-ს სარეკლამო რგოლში Orbit-ის საღეჭი რეზინი მნიშვნელოვან მომენტებთან შესახვედრად მეტ სითამამეს გვპირდება. Orbit-ი გვარწმუნებს, რომ სუფთა კბილები, არომატული სუნთქვა და თვალისმომჭრელი ღიმილი, რომელიც ხშირად ნახევარ საქმეს აკეთებს, სწორედ მასთან არის დაკავშირებული. 

საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს მეორე ნახევართან მოულოდნელი პირველი შეხვედრა ცარიელ ავტობუსში, სწორედ დღეს მოხდება?! ან სათადარაგო სკამიდან, რომელზეც უკვე დიდი ხანია მყარად ვზივართ, სათამაშო მოედანზე გვიხმობენ?! რას ვიგრძნობთ, როდესაც საუკეთესო „საგოლე მომენტში“ ბურთთან ჩვენ აღმოვჩნდებით?! Orbit-ი გვესაუბრება თავდაჯერებულობაზე, რომელიც ყველაზე მეტად ასეთ სიტუაციებში გვჭირდება.  

 

https://www.youtube.com/watch?v=4jpmWTqKeW0

 

https://www.youtube.com/watch?v=Aysb-eOzwpM

 

https://www.youtube.com/watch?v=ye88xH4eHKA

 

https://www.youtube.com/watch?v=Wl_NM5VT9bw

საქართველოს ეგვიპტის ტურიზმის სფეროს ოფიციალური დელეგაცია და 13 წამყვანი ტურისტული კომპანია ესტუმრება

LG რეცხვის ახალ მოდას ამკვიდრებს