in

მილანის სიმფონიური ორკესტრის ბრენდინგი თაობა ზეტის მოსაზიდად შეცვალეს

ალბათ, ხელახლა რომ ჩაგეშვათ ბრენდი და გაყიდვები 56%-ით გაზრდილიყო, თქვენც კმაყოფილი დარჩებოდით… და ზუსტად ასე მოხდა მილანის სიმფონიური ორკესტრის შემთხვევაში, რომლის რებრენდინგიც ბრენდინგისა და დიზაინის წამყვან სპეციალისტ Landor-ს ეკუთვნის. მოპოვებულ 11 ჯილდოზე რომ არაფერი ვთქვათ, ორკესტრმა გამოწერის გაყიდვების 56%-იანი ზრდა ნახა, უშუალოდ ბილეთების გაყიდვებმა კი 1.3 მილიონ ევროს მიაღწია. 

BOG
BOG

მშვენიერია, არა?! ამიტომ, მოდით, ვნახოთ, როგორ მივიდნენ ამ შედეგამდე. თუმცა ჯერ Orchestra Sinfonica di Milano-ზე გეტყვით, იტალიის ერთ-ერთი წამყვანი ორკესტრია ღრმა ემოციური კავშირით ქალაქთან. მას განახლებული იდენტობა სჭირდებოდა, რომელიც ემოციურთან ერთად თანამედროვეც იქნებოდა, რათა საერთაშორისო მასშტაბის მიმზიდველობა შეეძინა.

მთლიანობაში 4 ამოცანისთვის უნდა ეპასუხათ — ორკესტრის ხელახლა პოზიციონირება უნდა გაეკეთებინათ, რათა ახალგაზრდა აუდიტორია, კერძოდ თაობა ზეტი მიეზიდათ, მილანური ფუტურიზმიც უნდა გაეცოცხლებინათ, ინსპირაციაც მიეღოთ დიზაინისგან, არქიტექტურისა თუ ხელოვნებისგან, ამასთან, შეეთავაზებინათ რელევანტური ტიპოგრაფია და ხმის ტალღაც გამოეყენებინათ ახალი ლოგოს შესაქმნელად. მოკლედ, Landor ყველა ამოცანას წარმატებით გაუმკლავდა.

ახალი დიზაინი და იდენტობა პატივს მიაგებს ფუტურიზმის მილანურ ხელოვნებას. თუ არ იცით, გეტყვით, რომ ფუტურიზმი ადრეულ 20-ე საუკუნეში შექმნილი ხელოვნების მოძრაობაა, რომელიც იტალიაში წარმოიშვა. უარყოფს ტრადიციებს და ზეიმობს თანამედროვე ინდუსტრიული სამყაროს დინამიკასა და ენერგიას თავისივე გამორჩეული, აბსტრაქტული და ფრაგმენტული ვიზუალური სტილით.

ამ პროცესზე ზეგავლენა სინესთეზიამაც მოახდინა — ნევროლოგიური ფენომენია, რომელიც იმგვარ შემთხვევებს ასახავს, როცა მაგალითად ინდივიდი კონკრეტული ბგერების მოსმენისას ფერებს ხედავს ან სიტყვების წაკითხვისას გემოებს აღიქვამს.

უშუალოდ ლოგო კი, ამოცანის შესაბამისად, ხმის ტალღას ასახავს, რომელიც M-ისგან მიიღეს. თუმცა ამასთან, მილანის საკათედრო ტაძრის ფორმებსაც ეხმიანება.

 

ESKIMI – პროგრამატიკული რეკლამის სერვისი, რომლითაც 2.5 მილიონ ციფრულ პლატფორმაზე შეძლებთ განთავსების ყიდვას

Pharrell Williams x LEGO — ბიოგრაფიული ანიმაციის თრეილერი