in

2 ენაზე მოსაუბრე ადამიანებს განსხვავებული ტვინი აქვთ — კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, იმ ადამიანების ტვინი, რომლებმაც ორი ენის ანბანი იციან, სხვა ადამიანებისგან განსხვავებულია. როდესაც კითხვას ვსწავლობთ, ცერებრალური ქერქის მცირე ნაწილი ძალიან მგრძნობიარე ხდება ასოებისა და სიტყვების მიმართ. ტვინის თითოეული რეგიონი ვიზუალური სტიმულის კონკრეტული კატეგორიის ამოცნობაშია სპეციალიზებული, როგორიცაა სახეები ან ობიექტები, მათი გეომეტრიული მახასიათებლების მიხედვით.

M2
M2

ეს უბანი, რომელიც ცნობილია როგორც ვიზუალური სიტყვაფორმის არე (VWFA), ერთსა და იმავე ადგილას მდებარეობს ყველა ენაზე მოლაპარაკე ადამიანების ტვინში. გარდა ამისა, ის იერარქიულად არის ორგანიზებული, მისი მგრძნობელობა იზრდება ტვინის უკანა მხრიდან წინა მიმართულებით. თანაც, ის ყველაზე ძლიერად პასუხობს ასოების სტრიქონებს, რომლებიც რეალურ სიტყვებს შეესაბამება.

მინიე ჟანმა, პარიზ-საკლეის ნევროლოგიის ინსტიტუტიდან და მისმა კოლეგებმა მაღალი რეზოლუციის ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება (fMRI) გამოიყენეს VWFA-ს ორგანიზების შესასწავლად. ერთ-ერთ ექსპერიმენტში მკვლევრებმა ინგლისურ-ფრანგული მკითხველების ტვინი დაასკანერეს — როგორც აღმოჩნდა, ტვინის წინა რეგიონი მგრძნობიარე იყო რეალური სიტყვების მიმართ, მაგრამ არა უაზრო ასოების წყობათა შემთხვევაში. ამასთან, ამ ორ ენას შორის თანმიმდევრული განსხვავებები არ ყოფილა.

მეორე ექსპერიმენტი, ანგლო-ჩინურ ორენოვან მკითხველებთან, პირველის მსგავსი იყო — უბრალოდ, ფრანგული სიტყვები შეიცვალა ჩინური სიმბოლოებით, ასევე მათგან წარმოშობილი უაზრო იეროგლიფებით. ამ შემთხვევაშიც იერარქიული აქტივაცია გამოვლინდა, თუმცა ამჯერად ქერქის მცირე უბნებსაც აკვირდებოდნენ, რომლებიც ჩინურ სიტყვებზეა სპეციალიზებული. ისინი რეალური ჩინური სიტყვების წაკითხვის შემთხვევაში გააქტიურდა, ხოლო ინგლისურისას არანაირი აქტივობა არ დაფიქსირებულა.

როგორც აღმოჩნდა, ეს სპეციალიზებული „სიტყვის ლაქები“ ტვინის ორივე ნახევარსფეროშია. უბრალოდ, მონაწილეთა უმეტესობაში ისინი უფრო მრავალრიცხოვანი და დიდი იყო მარცხენა ნახევარსფეროში. სახეებით. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჩინური სიმბოლოები, ისევე როგორც სახეები, ჰოლისტიკურ დამუშავებას მოითხოვს.

ნახეთ: გამხმარი ფოთლებით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები

შეფუთვის შეცვლა შოკოლატერიას მასშტაბური მიზნების მიღწევაში დაეხმარა