in

Oreo უსახლკარო ცხოველებისთვის სახლების პოვნას ცდილობს

ტკბილეულის ბრენდი Oreo, ახალი კამპანიის ფარგლებში, ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით შავი და თეთრი შინაური ცხოველებისთვის საცხოვრებელს პოულობს. ალბათ, ფიქრობთ, რა დააშავეს სხვა ფერის ბეწვის მქონე ცხოველებმა და, საერთოდ, „ეს რა დისკრიმინაციაა“?! თუმცა ყველაფერი Rover.com-ის სტატისტიკიდან მოდის, რომლის თანახმადაც, „ორეო“ მეექვსე ყველაზე პოპულარული სახელია შავი და თეთრი შინაური ცხოველებისთვის.

“Oreo and Friends” შეზღუდული რაოდენობის გამოცემა, სამი მონოქრომული ფერით, QR კოდსაც მოიცავს. ეს უკანასკნელი პირდაპირ უკავშირდება Bringhomeoreo.com ვებგვერდს, სადაც მყიდველებს მაწანწალა ძაღლების, კატებისა და კურდღლების დათვალიერება შეუძლიათ.

Saatchi & Saatchi-სთან ერთად, ბრენდი თანამშრომლობს შინაური ცხოველების სამაშველო ორგანიზაციასთან K9 Friends და Yanni Animal Welfare-თან, უსახლკარო შინაური ცხოველების მოსაძებნად. თავის მხრივ, ეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შინაური ცხოველების მიტოვების მზარდ შემთხვევებთან ბრძოლისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

„როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ამდენ შინაურ ცხოველს ჰქვია ორეო, გადავწყვიტეთ, მადლიერების გამოხატვის გზა გვეპოვა. მოუთმენლად ველით, როდის დავეხმარებით ცხოველებს იმ მუდმივი სახლის პოვნაში, რომელსაც იმსახურებენ“, — აღნიშნავს ილონა მროზოვა, Mondelez International MENA-ს მარკეტინგის მენეჯერი.

ტკბილეული, რომელიც შექმნილია ბედნიერებისთვის

Payze: „500Georgia-ში გამარჯვების შემდეგ, შეიძლება ითქვას, გავფრინდით…“