in

Oreo-მ სკოლის მოსწავლეებისთვის სათამაშო შექმნა — Art of Play

Oreo თამაშის ინდუსტრიაშიც ფართოვდება და სათამაშოების სერიას უშვებს, სახელწოდებით Art of Play. ეს შავ-თეთრი კომპლექტი ჩინეთში შეიქმნა — იქ, სადაც სტატისტიკურად თამაშისთვის განკუთვნილი დრო ყველაზე მცირეა სხვა ქვეყნებთან შედარებით. მკარი დისციპლინის პირობებში, სკოლის მოსწავლეებს ყოველდღიურად მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში შეუძლიათ თამაში. ეს ზეწოლა სრულწლოვანების ასაკამდე გრძელდება…

ეს ცოტა გასაკვირიცაა ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც მხიარული საქმიანობების მდიდარი ისტორიითა და გამოგონებებითაა ცნობილი — ფეხბურთი, ტანგრამი და სხვა. უბრალოდ, აკადემიურ განათლებასა და მიღწევებზე თანამედროვე აქცენტით, თამაშის დრო თითქმის გაქრა… სწორედ ამას უპირისპირდება Oreo, რომელიც სარეკლამო სააგენტო Leo Burnett Shanghai-სთან თანამშრომლობდა და ასე მიიღო Art of Play. ამ უკანასკნელში სამი უძველესი ჩინური თამაშია გაერთიანებული: ლუბან ლოკი (2500 წლით დათარიღებული თავსატეხი); კონგ ჟუ (1800-1900 წწ); და ა ტანგრამა (1000 წლის წინანდელი თამაში).

მთლიანობაში, Oreo-ს მიერ შექმნილი თამაში კრეატიულობის გაღვივებაზეა ორიენტირებული — მშობლებსა და მასწავლებლებს ახსენებს, რომ წარმოსახვის განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური განათლება. „ჩინეთი პიონერი იყო სამაგიდო თამაშებში, მაგრამ დღეს თითქოს ავიწყდებათ, როგორ ითამაშონ. ჩვენი მისია კი ისაა, რომ მხიარულება ყოველდღიურობაში ვიპოვოთ“, — აღნიშნავს ბრენდი.

WhatsApp-მა დიზაინი განაახლა

Lamborghini-მ ვინილი გამოუშვა