Oreo-მ და Batman-მა გაერთიანებული ძალებით ახალი ორცხობილები შექმნეს. რეკლამაში ორი ამერიკული ბრენდი გაერთიანდა. Oreo-ს ორცხობილებზე ახლა, Batman-ის ნიშანიცაა გამოსახული, რასაც რეკლამის პირველივე კადრებში ვხედავთ. ნაჩვენებია Gotham-ის ქალაქი, რომელიც Oreo-ს ორცხობილებითაა აგებული. სუპერგმირი, მანქანა და ღამურები, რომელთაც Oreo-სთან შესახვედრად მივყავართ. მოქმედებები, Batman-ის ფილმების მსგავსად, სწრაფი და ენერგიულია. ძირითადად კონტრასტული შავი და თეთრი ფერებია გამოყენებული.
რეკლამა კომიქსების სხვადასხვა გამოცანითაა შთაგონებული. MediaMonks-ის მიერ შექმნილი ციფრული წერტილების მეშვეობით, მაყურებელი, Batman-ის სამყაროს შესასწავლად, მიჰყავს. აქვე, გაიგონებთ ფრაზას: “Oreo ხვდება Batman-ს”.
ამერიკული ბრენდების მიერ შექმნილი ორცხობილები ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა. რეკლამაზე სარეკლამო სააგენტომ Saatchi & Saatchi იმუშავა.













