სპეციალურად მშობლებისთვის „ორეომ“ „ორცხობილების დაცვის“ კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ბრენდის პროდუქტი ისეა შეფუთული, მისი სხვა ყოველდღიური მოხმარების ნივთებისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია.
View this post on Instagram
„ჩვენ გავარკვიეთ, რომ ორცხობილას ვერავინ შეგიჭამს, თუ, რაღა თქმა უნდა, მას ვერავინ იპოვის!“ – განმარტავს „ორეო“ სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში.
მშობლები ხომ მზად არიან თავიანთ შვილებს მთელი სამყარო მიუძღვნან, ოღონდ ერთი რამის გამოკლებით და ეს რაც უნდა გასაკვირი იყოს, „ორეოს“ ორცხობილებია.
კამპანიის მიზანი ცხადია – სახლში ბავშვებმა „ორეოს“ პოვნა ვერ შეძლონ და ტკბილეულით უფროსებმა ბოლომდე ისიამოვნონ.
„ორეო“ ახალი შეფუთვით არ იყიდება, ვინაიდან ის, უბრალოდ, კამპანიის ნაწილია.