in

კინცუგის ხელოვნება Oreo-ს შთაგონებად იქცა

ალბათ, Oreo-ს შეფუთვის გახსნის შემდეგ არაერთხელ შეგრჩენიათ ხელში დაფშვნილი ან დაზიანებული ორცხობილები. თუმცა ბრენდი გამოსავალს გვთავაზობს — მრავალსაუკუნოვან იაპონურ ხელოვნებას უბრუნდება, სახელწოდებით კინცუგი. ეს უკანასკნელი ნატეხების ოქროთი თუ ვერცხლით გამთლიანების პრაქტიკაა, რაც ნივთებს თავის ისტორიასაც უნარჩუნებს და ბზარებს ან ნაკლოვანებებს მშვენიერებად გარდაქმნის.

BOG

Oreo-მ ეს ფილოსოფია ლიმიტირებული გამოშვების პროდუქტში გამოიყენა: კლასიკური ვანილის კრემით სავსე ტუბები. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დამსხვრეული ორცხობილები კინცუგის პრაქტიკის მსგავსად განაახლონ და უნიკალურ, ლამაზად არასრულყოფილი ვერსიები შექმნან.

სარეკლამო სააგენტოების Leo Burnett Brazil-ისა და Leo Burnett Mexico-ის მიერ შემუშავებული კამპანია საყოველთაო იმედგაცრუების სახალისო გადათამაშებაა. ის არა მხოლოდ გატეხილი ორცხობილების საკითხს ეხება, არამედ სიმბოლურად ეხმიანება მზარს კულტურულ ტენდენციას — არასრულყოფილების დაფასებას და მასში მშვენიერების დანახვას.

OREO Kintsugi – LEO BURNETT from Federico Russi on Vimeo.

ფიზიკოსებმა „ჯოჯოხეთურად რთული” ლაბირინთი შექმნეს!

Meta-მ Made with AI-ის ნიშანი ჩაანაცვლა