22
Aug
2019

შოტლანდიელი ვარსკვლავი „ორეოს“ აცალკევებს, ლოკავს და „იბეის“ აუქციონზე ჰყიდის

22 Aug 2019

Elit Electronics


ორცხობილის ბრენდი „ორეო“ აუდიტორიის წინაშე, ამჯერად, ეპატაჟურად წარდგა.

შოტლანდიელი ვარსკვლავის, მომღერალ და კომპოზიტორ ლუის კაპალდის დახმარებით, „გააცალკევე, ალოკე და ჩააწე“ კამპანია გააგრძელა.

ვიდეორგოლის კონცეფცია ასეთია: მომღერალი „ორეოს“ ორცხობილებს აცალკევებს, ლოკავს, რძეში აწობს და შემდეგ მათ ჩარჩოში სვამს, eBay-ს აუქციონზე გასაყიდად.

ინიციატივა სააგენტო Elvis-თან თანამშრომლობით განხორციელდა.

„იბეის“ აუქციონიდან შემოსული თანხა Nordoff Robbins-ის – დიდი ბრიტანეთის მუსიკის თერაპიის საქველმოქმედო ორგანზაციაში გადაირიცხება.

 

განხილვა