Oreo მრავალფეროვნებას მხარს უჭერს და 2021 წელს, LGBTQ + საზოგადოებისთვის სპეციალურად შექმნილ 5 განსხვავებულ პროდუქტს გვიზიარებს.
შეზღუდული რაოდენობის OREOiD-ის ორცხობილები გილბერტ ბეიკერის ცისარტყელის დროშის, ბისექსუალთა დროშის, ლესბოსელთა დროშის, პანსექსუალთა და ტრანსთა დროშის ფერებს ირეკლავს.
29 ივნისიდან, საწყის ეტაპზე, მხოლოდ 3000 ასეთი OREOiD იქნება ხელმისაწვდომი. შეძენის მსურველები უნდა იყვნენ 13 და მეტი წლის ადამიანები, ასევე აშშ-ის ან პუერტო რიკოს მკვიდრნი.
გარდა ამისა, Oreo- მ LGBTQ + მხატვრები მოიწვია. თანამშრომლობის ფარგლებში, მათ პლაკატები უნდა შექმნან, სადაც ის ფრაზები იქნება წარმოდგენილი, რომელიც სექსუალური იდენტობის გამხელისას LGBTQ + ადამიანებმა ახლობლებისგან ნამდვილად მოისმინეს და ისიც, როგორ უკუკავშირსაც LGBTQ + ადამიანები ისურვებდნენ.