მას შემდეგ, რაც „სამზოლიან“ მენიუს ნიშანს ჰამბურგერის ჭრილში დავინახავთ, ძალიან გაგვიჭირდება ამ აღქმის დამსხვრევა. ახალ კამპანიაში კი Oreo სათავისოდ იყენებს ამ ვიზუალს და ამტკიცებს, რომ რეალურად ორეოს ორცხობილას ვუყურებთ. ეს ელემენტი პირველად 1981 წელს გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში და აქამდე არასდროს შეგვიხედავს ტკბილეულის სახით…
„Oreo მენიუ“ Mondelez International-ის მფლობელობაში მყოფი ბრენდის ნაწილად იქცა, რომელიც მომხმარებლებისთვის უნივერსალურ ხატულას განსხვავებული აღქმით წარმოგვიდგენს. იმისათვის, რომ ეს განაცხადი განამტკიცოს, ორეომ შესაბამისი ვიდეორგოლიც კი გამოუშვა.