in

„ორეომ“ ახალი შოკოლადის კვერცხი გამოუშვა

ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანია “OREO-მ”  შოკოლადის კვერცხი კრემიანი შიგთავსით გამოუშვა. ბრენდს აქამდეც ჰქონდა მსგავსი პროდუქტი, თუმცა, ახალი გაცილებით დიდი ზომისაა. როგორც თავად ამბობენ, პატარა შოკოლადის კვერცხის წარმოებამ დიდი წარმატება მოუტანა და ამიტომ გადაწყვიტეს ბაზარზე ეს ნიშაც დაეკავებინათ.

 

„ორეოს“ პროდუქტი კანადაში უკვე იყიდება, ბრიტანეთის ბაზარზე კი აღდგომის პერიოდში გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ახალი კვერცხი შედარებით ნაკლებ შაქარს შეიცავს, ვიდრე მანამდე წარმოებულები.

კახეთში კავკასიის ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება – არის თუ არა მოთხოვნა და რა შესაძლებლობებს გააჩენს ახალი უმაღლესი სასწავლებელი?!

Facebook-ის პროფილზე, მალე, მუსიკის დამატებას შეძლებთ