რთული გადაწყვეტილებების მიღებაში მონეტის აგდება კაცობრიობის ხშირი დამხმარეა. თუმცა Oreo-ს სუპერ თასის რეკლამაში ამ როლს ცნობილი ორცხობილა ითავსებს… სახელწოდებით Twist on It, სიუჟეტი დროში გვამოგზაურებს და მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს გვახსენებს, უბრალოდ, აქ მთავარ გმირად ორეო გვევლინება.
აქ ისტორიული და პოპკულტურული მომენტები, როგორიცაა ტროას ცხენის ბედი, დამოკიდებულია არა სტრატეგიაზე ან იღბალზე, არამედ ორეოს ორცხობილას სწორად განცალკევებაზე.