in

Oreo-მ ვებ-აუდიო თამაშით ბრენდის სახელის ისტორიას გამოწვევა მოუწყო

Oreo-ს სახელის წარმოშობა დღემდე საიდუმლოებით არის მოცული – ზოგიერთი მკვლევარი მის ფესვებს ფრანგულ ან ბერძნულ ეტიმოლოგიაში ეძებს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ სახელი უბრალოდ მისი ადვილად წარმოთქმის გამო შეირჩა. შემოქმედებითმა გუნდმა გადაწყვიტა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ თეორია სახალისო თამაშად ექცია. ამ თეორიის თანახმად, სახელწოდება ნამცხვრის სტრუქტურას ასახავს – “O” სიმბოლოები ორცხობილას აღნიშნავს, ხოლო “RE” შუაში მოთავსებულ კრემს გამოხატავს.

BOG

“Name This Oreo” თამაშში მოთამაშეებს რთული ვიზუალური კომბინაციები ხვდებათ – მაგალითად, “O-O-O-RE-RE-RE-RE-RE-O-O-RE-RE-RE-O-O-RE” ტიპის წყობა, რომელიც სწრაფად უნდა წაიკითხონ ტელეფონის მიკროფონში პრიზების მოსაგებად. სანამ დროის ათვლა დაიწყება, მონაწილეებს საშუალება აქვთ კარგად დააკვირდნენ და დაიმახსოვრონ სიმბოლოების თანმიმდევრობა, რათა არ დაებნენ წარმოთქმისას.

სარეკლამო სააგენტო VML-ის მიერ შექმნილი მობილური აუდიო კონცეფცია Oreo-ს გლობალურ სლოგანს – “Stay Playful” („იყავი მხიარული“) ეხმიანება. კამპანიის პოპულარიზაციისთვის გამოიყენება სხვადასხვა მედია არხი – ინფლუენსერებთან თანამშრომლობა, სოციალური მედია და გარე რეკლამები.

“Name This OREO” წარმოადგენს კარგ მაგალითს, თუ როგორი უნდა კამპანია გასართობი ელემენტებით დატვირთული, შექმნას კულტურაზე დაფუძნებული სოციალური გამოცდილება და ინოვაციური, კრეატიული მიდგომა გაყიდვების გასაზრდელად.

VML და Oreo აქტიურად ექსპერიმენტირებენ ვებზე დაფუძნებული აქტივობებით, რომლებსაც კომერციული ელემენტიც ახლავს თან. გასულ წელს მათ ვებგვერდებსა და აპლიკაციებში გავრცელებული „ჰამბურგერის“ მენიუს სიმბოლიკა გადააკეთეს Oreo-ს მენიუდ, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს პრომო კოდების გამოყენება შეეძლოთ. მანამდე კი მსგავსი კამპანია შავ-თეთრ შტრიხკოდებზე იყო აგებული.

წყარო: marketingdive

ჩინური კომპანია „მსოფლიოში ყველაზე თხელი“ დასაკეცი ტელეფონის გამოშვებას აპირებს

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ახალი ლოგო წარადგინა