18
Jun
2019

“OREO”-სგან მხოლოდ “RE” დარჩა… რა მოხდა?

18 Jun 2019

ბევრისთვის საყვარელი ორცხობილების ბრენდის OREO ლოგოდან, “O” ასო გაქრა… ახალი ბრენდინგი “ორეოს” ფეისბუკ გვერდზე გასულ პარასკევს გამოჩნდა და დასახელებიდან მხოლოდ ორი ასო – “RE” არის დარჩენილი… ასეთმა მოულოდნელმა ცვლილებამ ბევრს გაუჩინა კითხვა. ზოგიერთმა მომხმარებელმა ისიც კი ივარაუდა, რომ “O” ასო ორცხობილას გამოხატავდა, ხოლო ბრენდი მისი გემრიელი კრემის ცალკე პროდუქტად გამოშვებას გეგმავს… ზოგმა იხუმრა კიდეც, რომ თანოსმა (Marvel-ის პერსონაჟი) გაატკაცუნა თითები და ბრენდის ნახევარი გააქრო…

თუმცა, დღის ბოლოს, “ორეომ” კვლავ დააბრუნა ძველი ლოგო და გულშემატკივრებს შეატყობინა, რომ “O”-ს ასეთი უჩვეულო გაუჩინარება სისხლის მსოფლიო დონაციის დღეს ეძღვნებოდა. სისხლის ტიპი “O” სისხლის უნივერსალურ დონორად ითვლება, ანუ ის სისხლის სხვა ჯგუფებთანაა თავსებადი.

როგორც გაირკვა, “OREO” ამერიკის წითელი ჯვრის კამპანიაში მონაწილეობდა. კამპანიის ფარგლებში, ასო “O” გაქრა ისეთი ბრენდების სახელწოდებებიდანაც, როგორებიცაა Domino’s (“D min ’s”), Facebook (“F ceb k”), Google (“G gle”), IBM (“I M”), Adobe (“ d e”), Amazon (“ m z n”) და სხვები…

განხილვა