in

Oreo და Coca-Cola „საუკეთესო მეგობრები“ გახდნენ

Besties Forever?!

როგორც ჩანს, საუკეთესო დუეტს ორცხობილა და რძე აღარ წარმოადგენს — Oreo და Coca-Cola ახალ ტერიტორიაზე აბიჯებენ და თავიანთი მეგობრობის დაწყებას გვამცნობენ, რომ ისინი Besties გახდნენ. ეს მეგობრობა უკვე საერთო პროდუქტშიც გადაიზარდა, Oreo Coca-Cola Sandwich Cookie და Coca-Cola Oreo Zero Sugar Limited Edition გაგვაცნეს.

სენდვიჩი ორცხობილის ორი ფენისგან შედგება და კოლას ბრენდინგითაა წარმოჩენილი. ხოლო Coca-Cola Oreo Zero Sugar Limited Edition კლასიკური კოლასკენ გვთავაზობს გადახვევას, სასმელს შავ-თეთრ შეფუთვაში ვხედავთ და, როგორც ვიგებთ, აქ კოკა-კოლას გემოები ორეოს ორცხობილებით შთაგონებულ არომატს ერწყმის.

ჰარმონიული მეგობრობა რომ ეჩვენებინათ, Spotify-ს დაუკავშირდნენ და Bestie Mode გამოცდილება შემოგვთავაზეს. პროდუქტებზე არსებული QR კოდების დასკანერებით გულშემატკივრებს შეეძლებათ, მუსიკაზე ინფორმაციები მეგობართან გაცვალონ. ამ ფუნქციით საერთო ფლეილისტსაც დააგენერირებენ, რითაც მეგობრებს საშუალებას მისცემენ, გაიგონ, რამდენად შეესაბამება ერთმანეთს მათი მუსიკალური გემოვნება. 

ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც Oreo-სა და Coca-Cola-ს თანამშრომლობა განსაკუთრებულია, Forever21 ბრენდირებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს გამოუშვებს. ფასი მხოლოდ 20 დოლარამდე იქნება, ყიდვას კი სექტემბრის ბოლოდან Forever21-ის მაღაზიებსა და ონლაინ ვებგვერდზე შეძლებენ. 

Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა

პლასტმასა აუტიზმს იწვევს? — აი, რას გვეუბნება უახლესი კვლევა