როცა საქმე თამაშის დროის მაქსიმალურ გამოყენებას ეხება, Xbox-მა იცის, როგორ უნდა შექმნას ის, რაც ეკრანზე გამოსახულ თამაშზე მეტია… ამჯერად კი Oreo-სთან გაერთიანდა, რათა Xbox თამაშის ახალ დონეზე გადაიყვანოს — ორცხობილას 6 დიზაინი სპეციალურად შეიქმნა, რაც მოთამაშეებს საშუალებას მისცემს, გაიგონ, რა გემო აქვს მოგებას.
სპეციალური გამოშვების პაკეტები თავდაპირველად ევროპის 22 ქვეყანაში გამოვა. მასზე გამოსახული იქნება Xbox-ის ლოგო და კონტროლერის ღილაკები: A, B, X და Y. მეტიც, Oreo Xbox Special Edition-ის ორცხობილების სკანირებითა და ექსკლუზიური კომბინაციების გატეხვით, გულშემატკივრებს პრიზების მიღების შანსიც აქვთ.
თუ გამომცხვარ სიმბოლოებს სწორი თანმიმდევრობით შეიყვანენ, ამან, შესაძლოა, ორეოს თემატიკის თამაშში შეიყვანოს ისინი. ამას გარდა, მონაწილეები გათამაშებაში ჩაერთვებიან, სადაც მათ სხვადასხვა პრიზის მოგების შანსი ექნებათ — როგორიცაა Xbox კონსოლები, Xbox Game Pass Ultimate-ის წევრობა თუ დასვენება მთელი ოჯახისთვის.
Oreo Xbox Special Edition-ის ორცხობილები ამ თვიდან კონკრეტულ ქვეყნებში უკვე ხელმისაწვდომი იქნება. გულშემატკივრებს კი, რომელთაც ამ გამოცდილების გაზიარება სურთ, შეუძლიათ oreo.eu-ს ესტუმრონ.













