ოდესმე გაგჩენიათ თქვენს ორეულთან შეხვედრის სურვილი? თუ ასეა, მაშინ დიდი თანხის გადახდა მოგიწევთ. ისევე, როგორც, სავარაუდოდ, ბრიტანელმა ვლოგერმა ტომ სკოტმა გადაიხადა. მან რობოტექნიკის კომპანიას, Engineered Arts-ს, მიმართა. მათ კი სკოტის სახის იდენტური გამომეტყველების მქონე რობოტი შექმნეს.
ალბათ, გასაკვირი არც არის, რომ სკოტმა საკუთარ ორეულთან პირველად შეხვედრის კადრები გამომწერებს გაუზიარა. როგორც ამბობს, იგი მისმა ტვინმა არა რობოტად, არამედ წამიერად ნამდვილ ადამიანად აღიქვა. ეს კი რობოტის შემქმნელთათვის საკმაოდ კარგ შედეგად უნდა ჩავთვალოთ.
თუმცა როგორ უნდა გამოიყენოთ საკუთარი ორეული? თანაც, მხოლოდ სახისა და მხრების მქონე? სავარაუდოდ, სკოტს მხოლოდ საკუთარ რობოტთან შეხვედრა და ის ემოციები აინტერესებდა, რომელსაც მისი ნახვისას განიცდიდა, რადგან მან რობოტი მალევე გააუქმა. დიახ, თუ ერთ დღესაც მოგბეზრდებათ მექანიკური არსება, საკუთარი ორეულის „გაუქმებაც“ შეგიძლიათ…