9
Jul
2019

შეფუთვა, რომელიც ფორთოხლის კანისგანაა დამზადებული

9 Jul 2019

ფორთოხლის კანისგან შეფუთვის შექმნის იდეა ბრიტანელ სტუდენტს მოუვიდა. მოგეხსენებათ, ერთი მხრივ, ფორთოხლის კანი როგორ მოხერხებულად იცავს რბილობს წვენის გარეთ გამოჟონვისგან. მეორე მხრივ, ფორთოხლის წვენის მასობრივი წარმოების შედეგად, დიდი რაოდენობით ნარჩენები იყრება, კანის სახით. სწორედ ეს იქცა, ბრუნელის უნივერსიტეტის სტუდენტის, დენი ჰანდლის შთაგონების წყაროდ. თავდაპირველად, მას სურდა შეექმნა შეფუთვა ფორთოხლის წვენისთვის, მაგრამ შენიშნა, რომ სითხე შეფუთვას აფუჭებდა. ამიტომ, სხვა საშუალებების ძიება დაიწყო. ასე მიაგნო მასალას, სახელწოდებით, Bio-Peel. დენიმ კანი მცენარეულ გლიცერინსა და წყალს შეურია. შეამჩნია, რომ მიღებული მასიდან შეიძლება გამოძერწო ფორმა, გამოწვა და გამოაშრო, მიიღებ შეფუთვის მასალისთვის საჭირო მდგრად სუბსტანციას. საბოლოო პროდუქტი ორცხობილას ჰგავს და შეიძლება იფიქროთ, რომ უფრო ფერმერული დანიშნულება აქვს. სინამდვილეში, მასალა ავეჯის შესაფუთადაც კი გამოდგება. დენიმ ისიც აღმოაჩინა, რომ სუბსტანცია ტყვიაგაუმტარია.

განხილვა