გიფიქრიათ, რომ იყოთ Dollar Shave Club-ვით, სოციალურ მედიაში? ბაზარზე, სადაც უამრავი საპარსი კომპანიაა, ბრენდმა მოახერხა გამორჩეულიყო, შეექმნა ძლიერი ონლაინ კომუნა და მიეღწია მნიშვნელოვანი ზრდისთვის, ფასიანი რეკლამის გარეშე. შეამჩნევდით ფრაზას „ფასიანი რეკლამის გარეშე“. მიუხედავად იმისა, რომ ფასიანი რეკლამა პრაქტიკული ვარიანტია, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ თქვენი ორგანული სტრატეგიის შესავსებად. თუ გამოცდილი მარკეტერი ხართ, სავარაუდოდ შეამჩნევდით, როგორ შეიცვალა სოციალური პლატფორმების უმეტესობა, რაც ამცირებს პოსტების გავრცელებას, დასპონსორების გარეშე. ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ უნდა დაიწყოთ თქვენი სარეკლამო თანხების დახარჯვა. ამის ნაცვლად, უნდა განიხილოთ Dollar Shave Club-ის მსგავსი მიდგომა და შექმნათ სტრატეგია, რომელიც იქნება მონაცემებზე დაფუძნებული, ინოვაციური და რაც მთავარია, განსხვავებული.
რა არის ორგანული სოციალური მედია მარკეტინგი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
ორგანული სოციალური მედია მარკეტინგი იყენებს უფასო სტრატეგიებს სოციალური მედიის პლატფორმებზე აუდიტორიის შესაქმნელად და ჩასართავად. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ იყენებთ სოციალური მედიის პლატფორმებს თქვენს აუდიტორიასთან ურთიერთობისა და მათზე წვდომისთვის ფულის ხარჯვის გარეშე.
თქვენი გეგმა უნდა ორიენტირდეს ავთენტური ინტერაქციებისა და მნიშვნელოვანი ჩართულობის შექმნაზე, თქვენი ბრენდის უნიკალური პერსპექტივის წარმოჩენაზე. თუ დროს დაუთმობთ ორგანული სტრატეგიის შექმნას, თქვენი ბრენდი განვითარდება და მიაღწევს თავის KPI-ებს.
როგორ ავაშენოთ ორგანული სოციალური მედიის სტრატეგია?
განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და ამოცანები
რისი მიღწევა გსურთ სოციალურ მედიაში? თქვენი სოციალური მედიის მიზნები უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ბიზნეს-მიზნებს. მაგალითად, თუ გსურთ ბრენდის ცნობადობის გაზრდა, თქვენი სოციალური მედიის მიზანი შეიძლება იყოს გამომწერების რაოდენობის, მათზე წვდომისა და ჩართულობის გაზრდა. დარწმუნდით, რომ კონკრეტულად განსაზღვრავთ მიზნებს, რომელთა მიღწევაც სოციალური მედიით გსურთ: ბრენდისადმი ლოიალობის გაზრდა, ლიდების გენერირება ან თქვენს ვებსაიტზე ვიზიტორების რაოდენობის გაზრდა.
მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ მიზნებს, უნდა გადაწყვიტოთ, როგორ გაზომავთ მათ. გირჩევთ SMART ჩარჩოს გამოყენებას (კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში გაწერილი). ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უზრუნველყოფთ სიცხადეს, ფოკუსირებასა და გაზომვად შედეგებს, რაც, თავის მხრივ, გააუმჯობესებს რეპორტინგსა და რესურსების განაწილებას.
შეისწავლეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია
ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია? ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი თქვენი პროდუქტებით ან სერვისებით. ჩაატარეთ კვლევა ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Google Analytics, სოციალური მედიის ანალიტიკა, გამოკითხვები…
აუდიტორიის ანალიზის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, შეგიძლიათ შექმნათ ბრენდ პერსონები დემოგრაფიის, ინტერესებისა და პრობლემური საკითხების საფუძველზე. ამ ინფორმაციის ქონა დაგეხმარებათ მოგვიანებით, როდესაც კონტენტისა და სტრატეგიების შექმნის დრო მოვა. როგორც გარი ვაინერჩუკმა თქვა: „კონტენტი მეფეა, მაგრამ კონტექსტი ღმერთია. თუ არ გესმით თქვენი აუდიტორია, ვერ შექმნით სწორ კონტექსტს თქვენი კონტენტისთვის, რომ ის რელევანტური და გავლენიანი აღმოჩნდეს“.
აირჩიეთ სწორი პლატფორმები
როგორ აირჩევთ სოციალური მედიის პლატფორმებს, დამოკიდებული იქნება ერთ კითხვაზე: რომელს იყენებს თქვენი აუდიტორია ყველაზე მეტად? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნახოთ Fruit by the Foot-ის რეკლამა LinkedIn-ზე ან Lockheed Martin-ისა – TikTok-ზე, რადგან მათი აუდიტორია იქ არ არის – ან სულ მცირე, არა კონტექსტურად რელევანტური აზროვნებით. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ესაუბრებით თქვენს აუდიტორიას იქ, სადაც ისინი არიან, შეგიძლიათ გააანალიზოთ თქვენი კონკურენტების სოციალური აქტივობა. თუმცა, ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ამას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბრენდს განსხვავებული მიდგომა ექნება, შეცდომას დავუშვებდით, რომ არ გვერჩია LinkedIn, B2B ბრენდებისთვის. Content Marketing Institute-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ მარკეტერების 84%-ის თქმით, ეს პლატფორმა მათი ორგანიზაციისთვის საუკეთესო ღირებულებას იძლეოდა.
თუმცა, ყველა ბრენდი განსხვავებულია. თქვენ უნდა დაეყრდნოთ საკუთარ კვლევას, როგორც მიმართულების მიმცემ ვარსკვლავს იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი პლატფორმები გამოიყენოთ და რომელი გაითვალისწინოთ სამომავლოდ.
LinkedIn: ასე დაუკავშირდებით სხვა ბიზნესებს, ინდუსტრიის ლიდერებს და პროფესიონალებს. LinkedIn პასუხისმგებელია სოციალური მედიის საშუალებით გენერირებული B2B პოტენციური კლიენტების 80%-ზე.
Twitter/X: გააზიარეთ ინდუსტრიის სიახლეები, ჩაერთეთ აზრის ლიდერებთან და მონაწილეობა მიიღეთ რელევანტურ ჰეშთეგებსა და დისკუსიებში. ბრენდების 66% არის Twitter/X-ზე.
Facebook: სასარგებლოა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად და ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის. ბიზნეს გადაწყვეტილების მიმღებები 74%-ით მეტ დროს ატარებენ პლატფორმაზე, ვიდრე საშუალო მომხმარებლები.
YouTube: აჩვენეთ პროდუქტები, გააზიარეთ ექსპერტიზა და ჩაერთეთ პოტენციურ კლიენტებთან ტუტორიალების, ქეისების და სხვა საშუალებებით. ბრენდების 93%-მა მოიპოვა ახალი მომხმარებელი სოციალურ მედიაში ვიდეოს წყალობით.
Instagram: წარმოაჩინეთ კულტურა და პროდუქტები სურათებისა და ისტორიების საშუალებით. Instagram-ს დაახლოებით 2 მილიარდი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს და ახალგაზრდა აუდიტორიის რჩეული პლატფორმაა.
შეიმუშავეთ კონტენტის სტრატეგია და შექმენით მიმზიდველი კონტენტი
ახლა, როცა იცით, როგორია თქვენი სამიზნე აუდიტორია და სად არიან ისინი, დროა გაარკვიოთ, რა ტიპის კონტენტს გააზიარებთ და რამდენად ხშირად.
დაიწყეთ თქვენი კონტენტის სტრატეგია იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც უკვე მოიპოვეთ, რადგან ეს ინფორმაცია შეიძლება გახდეს თქვენი მიდგომის გზამკვლევი. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია კონტენტის კალენდრის შესაქმნელად, დარწმუნდით, რომ დააბალანსებთ მას სხვადასხვა ტიპის კონტენტით, როგორიცაა ვიდეოები, ინფოგრაფიკები, მესამე მხარის სიახლეები და ა.შ.
მიუხედავად იმისა, თუ რომელ სოციალურ მედია საიტებს აირჩევთ, თქვენ დაგჭირდებათ ერთი ან მეტი მრავალი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენება, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კონტენტის გამოქვეყნებასა და ნახვაში. და მიუხედავად იმისა, რომ LinkedIn, Later, Sprout Social და Sprinklr ყველა ფანტასტიკური გადაწყვეტაა, თქვენი არჩევანი უნდა გაკეთდეს თქვენი ბიუჯეტის, მიზნებისა და რესურსების რაოდენობის მიხედვით.
ესაუბრეთ თქვენს აუდიტორიას
წარმოიდგინეთ, ხართ ღონისძიებაზე და უბრალოდ დგახართ იქ, დროდადრო ისვრით შენიშვნებს, როგორიცაა „მე ნამდვილად კარგი ტიპი ვარ“, „საუკეთესო ისტორიებს ვყვები“, „გთხოვთ, იყიდეთ ჩემი წიგნი!“ და ა.შ. რეალურად კი არავისთან არ საუბრობთ. მათ შეგნიშნეს, მაგრამ არ აინტერესებთ. სამწუხაროდ, ასე ბევრი ბრენდი იქცევა სოციალურ მედიაში. მათ ჰყავთ აუდიტორია, მაგრამ ეფექტურად არ ურთიერთობენ მათთან.
აუდიტორიასთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ მომხმარებელთა მომსახურება. ეს არის ტაქტიკა საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, ბრენდის ლოიალობისა და რეპუტაციის გასაუმჯობესებლად, კონვერსიის მაჩვენებლებისა და გამომწერების რაოდენობის გასაზრდელად.
Social Media Examiner-ის ანგარიშის მიხედვით, ბრენდები, რომლებიც პასუხობენ კომენტარებს თავიანთ სოციალური მედიის პოსტებზე, 40%-იან ზრდას განიცდიან აუდიტორიის ჩართულობაში მათთან შედარებით, ვინც ამას არ აკეთებს.
ანგარიშგება და ოპტიმიზაცია საუკეთესო შედეგებისთვის
არის თუ არა თქვენი ბრენდი წარმატებული სოციალურ მედიაში? შეხედეთ ამას, როგორც თქვენს ჯანმრთელობას. ისევე როგორც მიდიხართ ექიმთან თქვენი სხეულისა და გონების მდგომარეობის გამოსაკვლევად, თქვენ უნდა რეგულარულად შეამოწმოთ თქვენი სოციალური მედიის არხები ზემოხსენებული ინსტრუმენტების გამოყენებით.
რჩევები ორგანული სოციალური მედიის წვდომისა და ჩართულობისთვის
გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები თქვენი ორგანული სოციალური მედიის ძალისხმევის გასაძლიერებლად:
შეცვალეთ თქვენი კონტენტი პლატფორმის მიხედვით: B2B მარკეტერების 69% ამბობს, რომ კონტენტის მორგება კონკრეტულ სოციალური მედიის პლატფორმებზე იწვევს უკეთეს ჩართულობას.
თანამშრომლებს, რომლებიც აზიარებენ კომპანიის კონტენტს სოციალურ მედიაში, შეუძლიათ გაზარდონ ამ კონტენტის წვდომა 561%-მდე.
გააზიარეთ მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი: მომხმარებლის ჩართულობა 28%-ით მაღალია UGC-ის გამოყენებისას, პროფესიონალების მიერ შექმნილ კონტენტთან შედარებით.
გახადეთ ვიდეო თქვენი სტრატეგიის ნაწილი: მაყურებლებს შეუძლიათ დაიმახსოვრონ ვიდეოთი გადმოცემული ინფორმაციის 95%-მდე.
არ დაგავიწყდეთ ჰეშთეგები: მარკეტერთა 72% ეთანხმება. ტრენდული ჰეშთეგების გამოყენება გავლენას ახდენს კონტენტის წვდომაზე.
იყავით აქტიური და თანმიმდევრული: კომპანიები, რომლებიც ყოველკვირეულად აქვეყნებენ კონტენტს LinkedIn-ზე, მაგალითად, ხედავენ 2-ჯერ მეტ ჩართულობას თავიანთ კონტენტთან.
ნუ შეგეშინდებათ ჩართულობის თხოვნის: დასვით კითხვები და იყავით ადამიანური!
რა არის შემდეგი ნაბიჯი ორგანული სოციალური სტრატეგიისთვის?
მზად ხართ ორგანული შედეგების გასაუმჯობესებლად? შეაფასეთ სამი B თქვენს გუნდთან ერთად: bandwidth (გამტარუნარიანობა), budget (ბიუჯეტი) და business goals (ბიზნესის მიზნები). დარწმუნდით, გაქვთ თუ არა სტრატეგიული ხედვა მკაფიო მიზნებით დადებითი შედეგების მისაღწევად.
წყარო: toprankmarketing