კომპანია FATH მომხმარებელს ახალ, საკმაოდ უჩვეულო პრინტ კამპანიას სთავაზობს. პოსტერებზე, რომლებზეც სააგენტო DDB-მ იმუშავა, ადამიანის ორგანოების ფორმის დიდი შავი პარკებია გამოსახული. ეს იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რა მოსდით იმ ორგანოებს, რომელთა პატრონებმაც არ ისურვეს დონორობა.

ფილტვი, გული და ღვიძლი, ეს ის ყველაზე მნიშვნელოვანი და “მოთხოვნადი” ორგანოებია, რომელთა მიღების იმედით ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში რიგში დგას. ხშირად, ხანგრძლივი პერიოდის გამო, მოლოდინი ფატალურადაც კი სრულდება. მსგავსი შედეგების თავიდან ასაცილებლად და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დონორობას. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება ახალი პრინტ კამპანია.
















