in

ორგანოთა დონაციისას სისხლის ჯგუფს მნიშვნელობა არ ექნება — კვლევა

ორგანოების დონაცია საკმაოდ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინოვაციური, ახლად ჩატარებული კვლევა კი უნივერსალური დონორი ორგანოების შექმნის საშუალებას იძლევა, რომლებიც ნებისმიერი სისხლის ჯგუფის ტრანსპლანტაციის მიმღებთან ადაპტირდება.

M2
M2

მარტივად რომ ავხსნათ, სისხლის ჯგუფი დაკავშირებულია ანტიგენებთან, რომლებიც სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე გვხვდება: A ტიპის სისხლს A ანტიგენი აქვს, B ტიპის სისხლს B ანტიგენი, AB სისხლს ორივე ანტიგენი და O-ს არც ერთი გააჩნია. თავის მხრივ, ანტიგენს შეუძლია, იმუნური პასუხი გამოიწვიოს, თუ ის ადამიანის ორგანიზმისთვის უცხოა.

როდესაც ადამიანს AB დადებითი სისხლის ჯგუფი აქვს, ის “უნივერსალური მიმღებელია”. სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ იმავე სისხლის ჯგუფის მქონე ხახლისგან შეგვიძლია სისხლის მიღება. ხოლო თუ A ტიპის სისხლის პაციენტს B ტიპის ორგანოს გადაუნერგავთ, ტრანსპლანტაციის ნეგატიური შედეგით დასრულების დიდი შანსი არსებობს.

“ეს სიკვდილის ტოლფასია. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ O ტიპის სისხლი და ესაჭიროებათ ფილტვის ტრანსპლანტაცია, დონაციის მიღების ნაკლები შანსი აქვთ. შესაბამისად, შესატყვისი ორგანოს მიღების შანსები 20 პროცენტით მცირდება”, — განმარტავს დოქტორი აიჟოუ ვანგა, კვლევის წამყვანი ავტორი.

სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას ეხება კანადის უნივერსიტეტის მეცნიერების ინოვაცია — მათ Ex Vivo ფილტვის პერფუზიის სისტემას დამატებითი ელემენტი შემატეს, რომელიც მკვებავი სითხეების ორგანოებში ამოტუმბვისთვის გამოიყენება. ეს მათ სხეულის ტემპერატურისთვის ათბობს და შედეგად, ორგანო ტრანსპლანტაციისთვის მზადაა. საბოლოოდ, მკვლევრებმა A ტიპის დონორიდან ფერმენტებით სავსე (ადამიანის ნაწლავებიდან) ფილტვები პერფუზიულ სითხეში გადაიტანეს, რამაც ორგანოდან A ანტიგენების გაწმენდა განაპირობა — ის O ტიპის ფილტვად გარდაიქმნა.

“არიან პაციენტები, რომლებსაც სისხლის ჯგუფის მიხედვით დონაციისთვის დიდი ხნით მოცდა უწევთ. მსგავსი ტექნოლოგია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნივერსალური ორგანოების ქონა ნიშნავს, რომ ჩვენ სისხლის ბარიერს აღმოვფხვრით”, — ამბობენ მკვლევრები.

რა არის NFT?

#პორტფოლიო: 10 პრინტი Kraken-ის ნამუშევრებიდან