in

ორგვარადმსუნთქავი თევზის გენომი – როგორ მოვხვდით ხმელეთზე?

მეცნიერებმა ამ თევზებში აღმოაჩინეს იგივე გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ემბრიონული ფილტვების განვითარებაზე

სამყაროს წარმოშობასთან ერთად გაჩნდა ერთი აუცილებელი პირობა – მუტაცია, რომელიც სასიცოცხლოდ, გარემოსთან უკეთესი ადაპატაციისა და გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია. ეს სახეობების შთამომავლებს საშუალებას აძლევს, დაეყრდნონ წინაპრების მიერ კოდირებულ სასარგებლო თვისებებს.

როგორც ჩანს, 420 მილიონი წლის წინ, ჩვენმა უძველესმა წინაპარმა – ორგვარადმსუნთქავმა თევზმაც მუტაცია განიცადა და შესაძლებლობა მიეცა, წყლის სამყაროდან ხმელეთზეც ამოსულიყო. სწორედ ასე იქცნენ ისინი ხმელეთის ყველა არსების წინაპრად, რაშიც დიდი როლი ითამაშა ორგვარადმსუნთქავი თევზების მასიურმა გენომმა. მაგალითად, ავსტრალიური ორგვარადმსუნთქავი თევზის გენომი, ადამიანისას 14-ჯერ აღემატება. მის მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ რამდენ ინოვაციურ ევოლუციას მოითხოვდა წყლიდან ხმელეთზე ამოსვლა.

“როდესაც მათ გენომური პერსპექტივიდან გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ორგვარადმსუნთქავი თევზი გენომურად “შუა გზაშია” მოქცეული – თევზსა და ხმელეთოვან ხერხემლიანებს შორის” – ამბობს ავსტრიის მოლეკულური პათოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის (IMP) ბიოლოგი, ზიგფრიდ შლოისნიგი.

მეცნიერებმა ამ თევზებში აღმოაჩინეს იგივე გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ემბრიონული ფილტვების განვითარებაზე. ასევე, იდაყვისა და მკლავის ძვლების მაკოდირებელი გენები.

ორგვარადმსუნთქავი თევზის ფილტვის ზოგიერთი ინდივიდუალური ქრომოსომა იმდენივე ნუკლეიდოტს შეიცავს, რამდენსაც ადამიანის სრული გენომი. გენომის გაფართოების ეს ფორმა ევოლუციის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს – ის ორგანიზმებს ხელს უწყობს, სწრაფად შეცვალონ გარემოში ადაპტაციის უნარი.

მნიშვნელოვანია, რომ ორგვარადმსუნთქავი თევზის გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებული გენომი მათ შესახებ კიდევ უფრო მეტ საიდუმლოებას გამოამჟღავნებს.

“მას არა მხოლოდ შეუძლია, გვასწავლოს რაიმე ხმელეთზე ცხოვრების ადაპტაციის შესახებ, არამედ შეიძლება ასევე ახსნას, თუ როგორ ვითარდება გარკვეული გენომები ასე მასშტაბურად” – განაცხადა IMP -ის უჯრედულმა გენეტიკოსმა ელი ტანაკამ.

სამყარო იმსახურებს ფოტოაპარატებით შეიარაღებულ მოწმეებს! – Leica-ს გენიალურად მარტივი რეკლამა

არ დანებდე, სანამ პასუხს არ მიიღებ! [ანიმაცია]